44 წლის მსახიობი - ანჯელინა ჯოლი ამჯერად Harper's Bazaar-ისთვის პოზირებს და დეკემბრის ნომრის გარეკანსაც დაამშვენებს. იქამდე კი, თამამ და ცეცხლოვან კადრებთან ერთად, მისი ინტერვიუდან გარკვეული ნაწილი გულშემატკივრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
ყველასთვის მოულოდნელად მან საუბარში ყოფილი მეუღლე - ბრედ პიტიც ახსენა და თანაც ისე რომ მისთვის არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.
"დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი საზღვარგარეთ და ასეც იქნება, როცა ჩემი შვილები 18 წლის გახდებიან. ამჟამად, იქ მიწევს ყოფნა, სადაც მათი მამა ამჯობინებს ცხოვრებას," - აღნიშნა ჯოლიმ. "Their father" - სწორედ ასე მოიხსენია ანჯელინამ ცნობილი ვარსკვლავი, რითიც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.