„ლივერპულის“ გუნდის ხელმძღვანელობამ, ყატარში მდებარე ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში დაბინავებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Tribuna წერს, გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, დოჰაში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდა დაბინავებულიყო, თუმცა ხელმძღვანელებმა ამაზე უარი განაცხადეს. მიზეზი კი სასტუმროში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებია.
საქმე ეხება გამოცემა Guardian - ის მიერ 2018 წელს ჩატარებულ გამოძიებას, რომლის საშუალებით დადგინდა, რომ ამ სასტუმროში მომუშავე მიგრანტებს 12 საათის განმავლობაში, 45 გრადუს სიცხეში ამუშავებდნენ და მინიმალურ ხელფასზე ნაკლებს იღებდნენ. ასევე შრომის კოდექსის რამდენიმე სახის დარღვევაც გამოვლინდა.
„ლივერპულმა“ FIFA-ს და ყატარის ხელისუფლებას ამის შესახებ უკვე აცნობა, რომლებმაც გუნდს მალევე ალტერნატიული სასტუმრო შესთავაზეს.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი, დოჰას საქალაქო სტადიონზე, 21 დეკემბერს გაიმართება.