თორნიკე შენგელია ევროლიგაში შეუჩერებელია: კვლავ MVP-ის ტიტული!

თორნიკე შენგელია ევროლიგაში შეუჩერებელია: კვლავ MVP-ის ტიტული!

ევროლიგის მეექვსე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 93:60 იმარჯვა. ესპანური გუნდის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და პირველი მეოთხედის შემდეგ ვიტორიელები 19 ქულით დაწინაურდნენ.

მოპოვებული უპირატესობა „ბასკონიას“ შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.

შენგელია კი, როგორც მიმდინარე სეზონში თითქმის ყოველთვის, ისევ საუკეთესო იყო. ჩვენებურმა 25:51 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2, პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ თორნიკეს მოპოვებული ქულებითაც ბადალი არ ჰყოლია (19).

კარგი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმაც, რომელმაც არასრულ 20 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიას“ 3 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია უკავია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, იტალიაში, „ოლიმპია მილანოსთან“ ჩაატარებს.