„ვისურვებდი, ხელისუფლებაში მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას“

„ვისურვებდი, ხელისუფლებაში მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას“

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი ხასია დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მას შემდეგ მიიღო, რაც პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განაყენა. ვიდრე უწმინდესი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, პეტრე ცაავას სთხოვა, რომ წარმოედგინა ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება, ან მოენანიებინა მისი ქმედება, რაზეც ცაავა არ დათანხმდა და პატრიარქზე გაიწია, უწმინდესს მამათმავალი ეძახა. ვითარება იქმადე მივიდა, რომ პეტრე ცაავა სინოდის წევრებმა გაიყვანეს. ამის მიუხედავად, უწმინდესმა პეტრე ცაავას ურჩია მონასტერში წასვლა და ცოდვების მონანიება, რის გაკეთებას ცაავა არ აპირებს.

მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა. მისი თქმით, როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და შეურაცხოფის მიყენება. მისი თქმით, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ და გაიყვანეს სინოდოდან.

„პეტრე ცაავას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ. მეუფე პეტრეს ბრალდებები ჭორაობას არ სცდებოდა. ეკლესიის დანიშნულება არის, რომ გაცხონოთ თქვენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის შეწევნითა და ღვთის ნებით ვმოქმედებთ. ეს გადაწყვეტილება პატრიარქს არ მიუღია ერთპიროვნულად. საქმე რაშია, იყო ასეთი განწყობა, რომ ყველამ ყველას შეუნდოს და იყოს ყველანაირად ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენი ეკლესია გამოხატავდეს ყველას წინაშე ერთსულოვან პოზიციას.

რადგან დაუსაბუთებელი ბრალდება არის ცილისწამება, არცერთჯერ მას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ. არის მხოლოდ – ამან ის თქვა, იმან ის თქვა, ჭორაობის დონეზე. ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ეკლესიურ ენაზე ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა. ეს ხიბლში ყოფნის მდგომარეობა მეუფე პეტრესი არის, როგორც დიაგნოზი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, სინოდის მთელმა შემადგენლობამ ყველაფერი გააკეთა, რათა პეტრე ცაავას მიმართ განყენების გადაწყვეტილება არ დამდგარიყო.

„მან არ დაგვიტოვა შანსი, არა იმიტომ, რომ მან ისეთი სკანდალური რაღაც თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა და აღარ ვიცით, რა ვქნათ – არა. ჯერ ერთი, მან, როცა დაიწყო საუბარი, აბსოლუტურად სხვა თემებზე ლაპარაკობდა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე და ასე გააკეთებს, მაშინ მე არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება, ანუ თავისი რაღაც წინადადებები ჰქონდა, ოღონდ იმ მომენტში ამ საკითხზე არ იყო საუბარი. ჯერ უწმინდესმა ჰკითხა რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, რაზეც მას არ გაუცია პასუხი და დაიწყო იქ ლაპარაკი სხვა თემებზე. ეს იყო შანტაჟი მისი მხრიდან ყველა მიმართულებით, ანუ მამალაძის საქმიდანაც შანტაჟი იყო, მისგანაც შანტაჟი იყო და ფაქტობრივად, ისეთ დღეში აყენებდა სინოდს, რომ ჩვენ მისი შიშით არ გამოგვეტანა სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა გამოგვეტანა“.

მეუფე სტეფანეს თქმით პეტრე ცაავა სინოდს აშანტაჟებდა რაღაც წერილით თუ სინოდი მამალაძეს გმირად არ აღიარებდა, როგორც უდანაშაულოს. ამასთან, სინოდს უნდა ეთქვა, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის.

ხოლო რაც შეეხება წერილის შინაარსს, სინოდმა მეუფე დიმიტრისგან გაარკვია, რომ ეს იყო მამალაძის მიერ საზღვარგარეთ გააგზავნილი წერილი, რომლის შინაარსი არავინ იცის.

პეტრე ცაავას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომლის განცხადებით, პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა, რომ სინოდის წევრები იძულებული გახდნენ წმინდა სინოდის სხდომიდან ხელით გაეყვანათ. მეუფე ნიკოლოზის თქმით, პეტრე ცაავამ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ის პატრიარქმა გადააყენა.

„ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მან თქვა კიდევ ერთი ტყუილი, რომ პატრიარქმა გადააყენა. პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ, არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო. მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება მღვდელმთავრობიდან გადაყენებულ პეტრე ცაავას, სინოდის სხდომის დასრულებამდე მან პირველმა გააკეთა ჟურნალისტებთან განცხადება, სადაც გაახმოვანა სინოდის გადაწყვეტილება.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ, გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

მოგვიანებით ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ საკუთარი სკანდალური განცხადების შესახებ მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებს. მისი თქმით, მას მოწმეების სინოდის სხდომაზე წარდგენა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

„მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება. მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია.

ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა. როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პეტრე ცაავამ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

„ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე. მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად, საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადგმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ–ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა. ის ბრალდება, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

პეტრე ცაავას მღვდელმსახურობიდან გადაყენებამ ეკლესია ორ ნაწილად გაყო. სასულიერო პირების მცირე ნაწილი გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ და მიაჩნიათ, რომ ამით არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება. დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ სინოდის წევრებს ჰგონიათ, პეტრე ცაავას გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას, მაგრამ მისი თქმით, სწორედ მისი გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები.

„რამ მიიყვანა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას,

რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიუძლებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად, ესაა ეკლესიისთვის საუკეთსო მდგომარეობა და როგორც ჩანს, ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ ეპისკოპოსები უქორწინებლობაში არიან, მათი ნებისმიერი სექსუალური აქტივობა ცოდვაა. თეოლოგი, პეტრე ცაავას მაღალი სასულიერო იერარქიიდან გადაყენებას დროთა განმავლობაში მის მიერ საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს უკავშირებს. მისი თქმით, ეპისკოპოსისთვის ნებისმიერი სექსუალური აქტივობა ცოდვაა.

„მეუფე პეტრეს ჰქონდა მკაცრი შენიშვნები. რბილად რომ ვთქვათ, ის ამბობს, რომ ილია მეორე არ იყო მწყემსი კეთილი. მამა პეტრე გადააყენეს ტელევიზია ერთსულოვნების ხელმძღვანელის თანამდებობიდან. შესაძლოა, მან არ იღო ყურად ეს შენიშვნა და შესაძლოა, ეს იყოს სასულიერო თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.

ახლა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამაზე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება მამათმავლობას, მე უბრალოდ განვმარტავ, რომ საერთდ ეპისკოპოსები უქორწინებლობაში არიან, მათ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, ცხადია, არის ცოდვა, მაგრამ ვინ ვინ და რამდენად სამართლიანად ამხილა, ეს ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

Katana ."„პეტრე ცაავას რეალური მტკიცებულება არაფერთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, არც სინოდზე, არც მანამდე, არც შემდეგ."
?
წესით, უნდა წარმოედგინა?
და როგორ წარმოგიდგენიათ ის მტკიცებულება?..
4 წლის უკან
Katana . P.S.
მთავარეპისკოპოსი იაკობიც მეტისმეტად მკაცრად დაუსჯია სინოდს: სატელევიზიო გამოსვლის, ანუ - "შეუფერებელი საქციელის გამო" ... გაფრთხილება მიუციათ!
საწყალი! იმედია, "პირად საქმეში" მაინც არ ჩაუწერეს ეს გაფრთხილება!

ისე, რაც მაგან ბრალდებები აფრქვია ეკრანიდან, (ბოლო-ბოლო, ქორეპისკოპოსი ლაპარაკობდა, ვინმე დაიკვანი ხომ არა!), ასე "ლაითად" უნდა გაეტარებინა ხელისუფლებას?! - ოჰ, კაი ერთი, სისულელეა მაგი! - ამით უნდა დმთავრებულიყო რეაგირება ტელევიზიით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები, ქვეყნის არაფორმალური მმართველის დავალებით, პატრიარქის მკვლელობას ან უკეთეს შემთხვევაში, გადაყენებას გეგმავდნენ და ამაში ქორეპისკოპოსის ჩათრევას ცდილობდნენო?!
არ უნდა გამოძიებულიყო ეს საქმე?!
გიორგი მამალაძის საქმე ხომ კარგად "გამოიძიეს", 8 საათის შემდეგ ციანიდიც ხომ კარგად "აღმოუჩინეს" ბარგში, 9 წელი ციხეც ხომ კარგად მიარჭვეს - თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდაო!..
რასაც ეპისკოპოსი იაკობი ლაპარაკობს იმ სატელევიზიო გამოსვლაში, ის, ხელის აქნევის გარდა, არავითარ რეაგირებას არ იმსახურებდა?!
აი, ასე ქრება ავტორიტეტი, ბატონებო, ასე!..
4 წლის უკან
Serapina მთავრობავ, რა დიდი მონდომებით გააგრძელე სააკაშვილის მიერ დაწყებული საქმე!
განათლების რეფორმა, არ გვეღირსა!
ნაციონალების გასამართლება და პარტიის აკრძალვა, არ გვეღირსა! მტკიცებულებების განადგურება მეტი კომფორტულად ჩათვალეთ, ვიდრე გამოძიება თორემ... კასრები, კასრებიო რას გაიძახოდით მაშინ?!
ამდენი ეკლესიების შენებას(განა, ერთ სოფელს ერთი ეკლესია არ ჰყოფნიდა, მეორე და მესამე რომ შეჰმატა პრარაბმა-მღვდელმა... თუ მღვდელ-პრარაბმ?!)
გამაგებინეთ, რა პრობლემაა ამ 2-3 მილიონიან ქვეყანაში მღვდელი რომ საპატრიარქოდან ხელფასს იღებდეს და ქორწილ-გასვენების ღირებულებების დადგენის ნაცვლად, ტავის საქმეს აკეთებდეს... იმის მიუხედავად, მდიდარს ემსახურება და თუ ღარიბს?
არა ბატონო,არ გინდოდათ თქვენ ქვეყნის დალაგება-აწყობა,არა! რაც გინდოდათ, ჯერ ნაციონალების გადარჩენა და მათთან დებატები (როცა პარტია უნდა გასამართლებულიყო და აკრძალულიყო) ...
მერე, სასამართლოს მასხრად აგდება...
ახლა ეკლესია....
...და ამასობაში ბევრი, ძალიან ბევრი სამომავლო საქმე გაფუჭდა და ფუჭდება ისევ... 9 წელში, 7 წელში, 27 წელში... ჰოდა, ის რომ არ დაინახოს ხალხმა რაც რეაულრად ინგრევა და ნადგურდება, აი ამით დაასაქმეს ხალხი!
ეს არის და ეს, თანამედროვე ქართული პოლიტიკის არსი.
4 წლის უკან
tngh ქ-ნო Serapina!!! შენ თვითონ თუ იცი, რა გნებავს??? ჩემის აზრით, თქვენ საქართველოში დაბრუნება არ გსურთ და მიზეზებს ეძებთ... დაანებეთ თავი ინტრიგანობას.... ბრძანდებოდეთ იქ სადაც გსურთ, არჩევანი თქვენია!!!
4 წლის უკან
თბილისელი სერაპიონა ნეტა რას გამოვარდები ხოლმე და ქაქანებ დუჟ მორეული.
საქართველოში დამბრუნებელი შენ არ ხარ პენსიამდე და მაშინაც, ტურისტად თუ ჩამოხვალ და ნეტავი რას იოფლები შე საწყალო.
ტოჟე მნე სამშობლოზე გულ დამწვარი მამულიშვილი.
დაიკარგე აქედან!
4 წლის უკან