ოთხშაბათ საღამოს, „ენფილდზე“ ისეთი მატჩი ჩატარდა, დიდ ხანს რომ დაამახსოვრდებათ მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ლივერპულმა“ და „არსენალმა“ ნახევრად სარეზერვო შემადგენლობებით ითამაშეს, მინდორზე ფანტასტიკური ამბები დატრიალდა.
შეხვედრა 5:5 დასრულდა და მერსისაიდელებმა პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვეს. თუმცა...
მატჩის შემდეგ, წითლების დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდმა, შესაძლოა, ამ ტურნირში მონაწილეობა აღარ გააგრძელოს. მიზეზი ის არის, რომ დეკემბერში მათ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა უწევთ დოჰაში. ამავე დროს ემთხვევა ლიგის თასის მეოთხედფინალებიც.
„თუკი შესაბამის თარიღს ვერ გამოგვიძებნიან, საშობაო პერიოდს არ ვგულისხმობ, იძულებული ვიქნებით, ტურნირი აღარ გავაგრძელოთ. შეუძლებელია ასეთი გადატვირთული გრაფიკით თამაში. გვაპატიეთ.“ - განაცხადა კლოპმა.