ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დროს კურიოზული ფაქტი მოხდა, ამის შესახებ sportbible წერს.
ისრაელისა და ბრაზილიის ლეგენდების ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრისას, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მსაჯობდა, რიკარდო კაკა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ერთ-ერთ მომენტში არბიტრმა ბრაზილიელ ვარსკვლავს ყვითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც შემთხვევით ისარგებლა, ტელეფონი ამოიღო და კაკასთან სამახსოვრო სელფი გადაიღო. იქვე ახლოს მყოფმა კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ლეგენდამ რივალდომ კი სიცილი ვერ შეიკავა.
თამაში როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიის ლეგენდების ნაკრების გამარჯვებით, 4:2 დასრულდა და ერთი გოლი კაკამ გაიტანა.