ჟოზე მოურინიო მზადაა ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნან ემერი შეცვალოს. ამის შესახებ პორტალი ESPN წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება, პორტუგალიელი მზადაა გუნდის თავკაცი გახდეს.
ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასული წლის დეკემბერში დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა. რაც შეეხება ემერის, მისი თავკაცობით „არსენალმა“ ინგლისის ჩემპიონატის 10 ტურში 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.