„ფიორენტინას“ ფრანგ ნახევარმცველს, ფრანკ რიბერის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მიზეზი „ლაციოსთან“ შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ „ფიორენტინას“ ფეხბურთელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მსაჯმა ფოლი არ დააფიქსირა და „ლაციოს“ გოლი ჩაუთვალა. ყველაზე მეტი აქტიურობით რიბერი გამოირჩეოდა, რომელმაც გვერდით მსაჯს რამდენჯერმე უბიძგა და ამისთვის წითელი ბარათიც მიიღო.
ინციდენტის გამო ფრანგი თავის გუნდს „სასუოლოსთან,“ „პარმასთან“ და „კალიარისთან“ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება. გარდა ამისა, მას ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.