კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის კარიერაში საჯარიმოდან 50-ე გოლი გაიტანა. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.
„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ვალიადოლიდს“ ეთამაშებოდა. მესიმ ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. მატჩი ანგარიშით კატალონიელების სასარაგებლოდ 5:1 დასრულდა.
24 ოქტომბერს მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ის პირველი ფეხბურთელი გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 15 სეზონში გოლი ზედიზედ გაიტანა.