„ჩელსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, დიდიე დროგბამ, „ოქროს ბურთის“ კანდიდატების შეფასებისას, „ლივერპულის“ შემტევი, სადიო მანე გამოარჩია. დროგბას აზრით, სწორედ სენეგალელი იმსახურებს 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.
„ჩემი ფავორიტი სადიო მანეა. აფრიკის ერთა თასზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ის შეუდარებელი იყო. რასაც ის პრემიერლიგაში აკეთებს, ბევრს არ შეუძლია. ცხადია, რომ ცოტა ხანში ის ჟორჟ ვეასაც დაჩრდილავს.
ისე ბევრი აფრიკელი ფეხბურთელია გამორჩეული. საწყენი ის არის, მათ ყველას აფრიკელებად მოიხსენიებენ და არა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლად. ჩვენ არასოდეს ვიტყოდით, რომ მბაპე ევროპელია. დავაკონკრეტებდით, რომ ის ფრანგია.“ - ციტირებს დროგბას სიტყვებს Paris Match.