ბითაძის „ინდიანა“ ისევ დამარცხდა

ბითაძის „ინდიანა“ ისევ დამარცხდა

„ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში, „დეტროიტ პისტონსთან“ სტუმრად 94:96 წააგო. თუმცა, დიდი ბრძოლა კი გაუმართა. გოგა ბითაძეს არ უთამაშია.

ინდიანელებმა ორი მეოთხედის მოგება შეძლეს (28:26, 23:18), დანარჩენ ორში კი დეტროიტელებმა იმარჯვეს (33:25, 19:18).

ინდიანელთაგან საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო და 14-ჯერ მოხსნა ბურთი.

„ინდიანას“ სამი თამაშიდან სამივე წაგება აქვს.