ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ინტერის“ ხელმძღვანელობა „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენას შეეცდება. მილანელები კატალონიელებისთვის ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერში 38 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ. - წერს El Desmarque.
მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა „ბარსელონას“ ძირითადში ადგილი დაკარგა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, აქცენტი ფრენკი დე იონგზე, არტურ რამოსზე და სერხიო ბუსკეტსზე გააკეთა.
წყაროს ცნობით, 31წლის რაკიტიჩის შეძენით ასევე „პარი სენ-ჟერმენი,“ „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილან დაინტერესებული.
რაკიტიჩი კატალონიური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მისი მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.