გოგა ბითაძის ოფიციალური დებიუტი ინდიანაში გადაიდო

გოგა ბითაძის ოფიციალური დებიუტი ინდიანაში გადაიდო

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მე-5 ქართველის დებიუტი სეზონის გახსნის მატჩში არ შედგა. გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის დეტროიტთან მატჩის განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა. მატჩი დეტროიტელებმა 119:110 მოიგეს.

მწვრთნელმა 13-კაციანი განაცხადიდან მხოლოდ გოგა და ჯაკარ სემპსონი არ ათამაშა. ინდიანას ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა გუნდს 25 ქულა მოუტანა (9 მოხსნა, 3 ბლოკი), ხოლო დომანტას საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 27 ქულა, 13 მოხსნა. გამარჯვებულთა რიგებში ფანტასტიკურად ითამაშა ანდრე დრამონდმა – 32 ქულა, 23 მოხსნა, 4 ბლოკი, 3 ჩაჭრა, 2 პასი.

შემდეგ მატჩს ინდიანა 27 ოქტომბერს გამართავს, კლივლენდს ესტუმრება და იმედია, გოგას დებიუტიც ამ მატჩში შედგება.