მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

მამუკა გორგოძე მიმდინარე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 15-კაციანი შემადგენლობა ახალზელანდიურმა გამოცემა World Rugby Hub-მა გამოაქვეყნა. ზელანდიელებმა გუნდი „ოლ ბლექსის“ მორაგბეების გარეშე დააკომპლექტეს და იქ მხოლოდ უცხოელი სპორტსმენები შეიყვანეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გორგოძე ერთადერთია რომელიც მეორე ეშელონის ნაკრებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ინგლისიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან არიან.

ნაკრებში ვერ მოხვდა ვერც ერთი უელსელი, ფიჯელი, ირლანდიელი, შოტლანდიელი და იტალიელი მორაგბე. მამუკა გორგოძეს ანგარიშზე 75 შეხვედრა და 27 ლელოა, ოთხ მსოფლიო თასზე კი მას 15 მატჩი აქვს ჩატარებული.