საფეხბურთო კლუბების შეკრებაზე „ლაციოს“ პრეზიდენტს ჩაეძინა

საფეხბურთო კლუბების შეკრებაზე „ლაციოს“ პრეზიდენტს ჩაეძინა

იტალიის საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტთა შეკრებაზე „ლაციოს“ ხელმძღვანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც თავისი კოლეგები სერია A-ს სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვიდან მიღებული თანხის გადანაწილებაზე თათბირობდნენ, კლაუდიო ლოტიტოს ჩაეძინა. დამსწრეებმა ეს შემთხვევა მაშინვე სათავისოდ გამოიყენეს, ფოტოები გადაუღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მოგვიანებით, ლოტიტომ ეს ყველაფერი გადაღლილობით ახსნა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში რვა ტურის შემდეგ „ლაციო“ 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ევროპა ლიგაზე კი ორი თამაშის შემდეგ სამი ქულა აქვს.