ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „ცრვენა ზვედას“ წინააღმდეგ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„გამარჯვება ყოველ მატჩში მნიშვნელოვანია. ასეთ ვითარებაში უარესი მოწინააღმდეგე თვითონ ხარ. მხოლოდ „ცრვენა ზვეზდასთან“ კი არა, საკუთარ თავთან ბრძოლაც მოგვიწევს, რათა თავდაჯერება მოგვემატოს, საიმედოდ ვითამაშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
როცა რთული პერიოდი გიდგას, პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები შეგექმნას. ამიტომ, შედეგის მიღწევა რთულდება. ეს წნეხისა და სტრესის კვალია. ნერვიულობ, გინდა მალევე გაიტანო, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ზოგჯერ ნაკლები უნდა ირბინო და ემოციაც ცოტა დახარჯო. ამისათვის კი გამოცდილებაა საჭირო.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
„ტოტენჰემისა“ და „ცრვენა ზვედას“ შეხვედრა, დღეს, 22 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.