გარი ნევილი: „მანჩესტერს“ ფირმინოს ან სონის ყაიდის თავდამსხმელი სჭირდება“

გარი ნევილი: „მანჩესტერს“ ფირმინოს ან სონის ყაიდის თავდამსხმელი სჭირდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, გარი ნევილი, ჟურნალისტებს დღევანდელი „იუნაიტედის“ თავდასხმის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, „მანჩესტერს“ ფირმინოს ან სონის ყაიდის შემტევი სჭირდება. სულშერიც ამბობს, რომ ლივერპულელისა და ტოტენჰემელის სტილის თავდამსხმელზე უარს არ იტყოდა.

არ მგონია, რომ მას კლასიკური ფორვარდი გამოადგეს, ვთქვათ როგორიც ლუკაკუ ან დეიგო კოშტაა.

ვან ნისტერლოისთან ერთად ნაკლები ჩემპიონობები მოვიგეთ, ვიდრე ლუი საასთან, რომელიც რუნის პარტნიორი გახლდათ. თავად საა ახლოსაც არ იყო ვან ნისტერლოისთან, მაგრამ გუნდი უკეთესი გახდა.“ - უთხრა ნევილმა Sky Sports-ს.

პრემიერლიგის 9 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ ცხრილში მე-14 ადგილზეა.