ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა პოპულარული ჯილდოს „ოქროს ბურთის პირველი 5 ნომინანტი დაასახელა.
ესენი არიან: „ლივერპულის“ თავდამსხმელი სადიო მანე, „მანჩესტერ სიტის“ ფორვადი სერხიო აგუერო, „ბარსელონას“ ნახერმცველი ფრენკი დე იონგი, „ტოტენჰემის“ მეკარე უგო ლორისი და „აიაქსის“ თავდამსხმელი დუშან ტადიჩი.
21 ოქტომბერს დანარჩენი ნომინანტები დასახელდებიან, დაჯილდოების ცერემონია კი 2 დეკემბერს, პარიზში გაიმართება.
2018 წელს „ოქროს ბურთი“ ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო.