ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ინტერ მაიამის" ტრანსფერზე უარი განუცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe გაავრცელა. როგორც ევროპული მედია იუწყებოდა, სამხრეთამერიკეოის დამატება დევიდ ბექჰემს სურდა, რომელიც ამერიკული კლუბის ერთ-ერთი მეწილეა.
კავანი პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისში ეწურება და ჯერჯერობით კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარეკაბა არ დაწყებულა.
"ინტერ მაიამი" კი MLS-ში მონაწილეობას მომდევნო წლიდან იწყებს. ედინსონის დამატება მადრიდის "ატლეტიკოს" და მის ყოფილ კლუბ "ნაპოლის" სურთ. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.