ბრიტანული გამოცემა „Examiner”-ის ცნობით, ინგლისელმა მწერალმა სპენსერ ლიმ ახალ წიგნზე მუშაობა დაასრულა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „The Beatles in Liverpool” და გაყიდვაში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.
სპენსერ ლიმ წიგნზე დაახლოებით ხუთი წელი იმუშავა. მწერალმა ქალაქ ლივერპულში მუსიკოსების შესახებ არაერთი ბიოგრაფიული მასალა მოაგროვა. მისი მტკიცებით, გაწეულმა შრომამ გაუმართლა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მრავალი ინფორმაცია მოიძია.
მწერალს ხელში ჩაუვარდა კლუბ „Cavern”-ში მუსიკოსების ადრეული გამოსვლების რამდენიმე აუდიოჩანაწერი. ლიმ არ დაიზარა და ამ კომპოზიციების ტექსტები უცვლელი სახით შემოგვთავაზა.
თავის ახალ ნაშრომში სპენსერ ლიმ ქალაქის არაერთ ასაკოვან მაცხოვრებელთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. ისინი ჯგუფის პირველ ნაბიჯებს იხსენებდნენ.
ჯგუფის ისტორიის შესახებ მრავალი მოგონებაა გამოცემული. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, სპენსერ ლის წიგნი წინამორბედებს აშკარად აღემატება და მასში ჯგუფის შესახებ მრავალი ახალი ცნობაა განთავსებული.