მკვლელობა, რომელიც შესაძლოა, ლევან კალაძის საქმეს უკავშირდებოდეს - ადვოკატი საქმის აქამდე უცნობ დეტალებს ყვება

მკვლელობა, რომელიც შესაძლოა, ლევან კალაძის საქმეს უკავშირდებოდეს - ადვოკატი საქმის აქამდე უცნობ დეტალებს ყვება

კახა კა­ლა­ძის ძმის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის საქ­მის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს.

ლე­ვან კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, 2001 წლის 23 მა­ისს, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცეს. გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მას რკი­ნიგ­ზის #2 სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზოს შე­სას­ვლელ­თან დახ­ვდნენ და ძა­ლით ჩას­ვეს თეთრ უნომ­რო "ნი­ვა­ში". კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს ლე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 600 ათა­სი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს. შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა...

ხუ­თწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის და ძებ­ნის შემ­დეგ, საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და და ოჯახს ლე­ვა­ნის ნეშ­თი და­უბ­რუნ­და. 2006 წელს სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს მე­რაბ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი.

"ისევ ქურდებისგან გავარკვიე, ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი ქურდის დაკვეთილი რომ იყო" - რას ყვება კახა კალაძის ძმის მკვლელობის გამომძიებელი?

მან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გაუ­ფორმ­და. ამი­სუ­ლაშ­ვილს სას­ჯე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ზომა - 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ სამი წევ­რი: შვე­ი­ცა­რი­ი­დან - და­ვით ასა­თი­ა­ნი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან - ლე­ვან ცინ­ცა­ძე, საფ­რან­გე­თი­დან კი - თე­მურ გაგ­ნი­ძე.

სა­სა­მარ­თლომ და­ვით ასა­თი­ან­სა და ლე­ვან ცინ­ცა­ძეს - 25-25 წლით, ხოლო თე­მურ გაგ­ნი­ძეს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა (მან ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა).

საქ­მის გახ­სნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზარ-ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნა და მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სა­ჯა­როდ და­ა­ჯილ­დო­ვა კი­დეც. ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­მა 2006 წელს 35-წუ­თი­ა­ნი ფილ­მიც მო­ამ­ზა­და (ფო­ტო­ე­ბი აღე­ბუ­ლია ამ ფილ­მი­დან).

თუმ­ცა, ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლის ბათუ სა­ღი­ნა­ძის ად­ვო­კატ ზუ­რაბ თო­დუ­ას თქმით, ეს საქ­მე ბო­ლომ­დე არ არის გახ­ნი­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კი­დევ არი­ან და­სას­ჯე­ლე­ბი.

თო­დუ­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­იხ­სე­ნა ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის საქ­მის ისე­თი ეპი­ზო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა სა­დახ­ლოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, უჩა ჯა­ნე­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით, კა­ლა­ძის საქ­მეს­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ზუ­რაბ თო­დუა ამ­ბობს, რომ ჯა­ნე­ლი­ძის ქვრივს, ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძეს მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა აი­ძუ­ლა მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან გვა­ზა­ვამ, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი უჩა ჯა­ნე­ლი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლია.

"კა­ლა­ძის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბო­და საქ­მის გახ­სნა­ში, ერ­თმა­ნეთს სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაც ურევ­დნენ კვალს და იყო ერთი ამ­ბა­ვი. ამ დროს ბათუ სა­ღი­ნა­ძის მი­მართ იყო აღ­ძრუ­ლი საქ­მე, მას და­აბ­რა­ლეს თით­ქოს ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა მოწ­მე­ებ­ზე. მა­შინ­დელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ია­რა­ღე­ბი და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ჩა­უ­დეს სახ­ლში, ვი­თომ მო­პა­რუ­ლი ჰქონ­და და გა­ა­სა­მარ­თლეს სხვა­დას­ხვა მუხ­ლე­ბით.

ამის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ სა­ღი­ნა­ძე თა­ვის ხუთ­კა­ცი­ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო გუნდთან ერ­თად იძი­ებ­და კა­ლა­ძის საქ­მეს და ჰქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს მოჰ­ფენ­და ნა­თელს. რო­გორც ჩანს, მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბო­და ეს სა­სი­ა­მოვ­ნო... მე გახ­ლდით სა­ღი­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში რომ მი­ვა­კი­თხე, ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია - ამ და ამ კაცს და­უ­კავ­შირ­დი და ის მო­გაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც და­გეხ­მა­რე­ბაო...

თა­ვი­დან არ და­ვინ­ტე­რეს­დი ამ თე­მით, მაგ­რამ 15 დღის შემ­დეგ კი­დევ მო­მი­წია სა­ღი­ნა­ძეს­თან შეს­ვლა და ისევ ის პა­ტი­მა­რი მო­ვი­და. ნახე ის კა­ციო? მე­ო­რედ უკვე და­ვინ­ტე­რეს­დი... და­ვუ­რე­კე და შეხ­ვედ­რა და­მით­ქვა ბაღ­დათ­ში. ჩა­ვე­დი, მო­ვი­და უცხო კაცი და მი­მიყ­ვა ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ... მი­თხრა, რომ დარ­წმუნ­დე ჩემი ნათ­ქვა­მის ნამ­დვი­ლო­ბა­ში, შე­გიძ­ლია სა­სა­მარ­თლოს არ­ქი­ვი­დან გა­მო­ი­თხო­ვო საქ­მის მა­სა­ლე­ბიო. ამ საქ­მე­ში ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის ეპი­ზო­დია და კარ­ლო კა­ლა­ძე არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლიო. ამ საქ­მე­ზე კი­დევ ერთი ქა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლე­ბე­ნო. და­ვი­წყე გარ­კვე­ვა..." - ამ­ბობს თო­დუა და დას­ძენს, რომ სა­სა­მარ­თლო არ­ქი­ვი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­დას­ცეს, რაც იგი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ში.

"თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი რომ წა­ვი­კი­თხე. ეს იყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე. ერთ-ერთ პირს უნა­ხეს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კი. შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო ჩხრე­კა და სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს პო­ლა­რო­ი­დის აპა­რა­ტი, რომ­ლი­თაც იყო გა­და­ღე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის სუ­რა­თი - პლედ­შე­მოხ­ვე­უ­ლი, თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი რომ ითხოვ­და გა­მო­სას­ყიდს ოჯა­ხი­დან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყო გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში.

სა­ხე­ლი და გვა­რის თქმის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს შე­ვი­კა­ვებ... ეს ადა­მი­ა­ნი გა­უშ­ვეს პა­ტიმ­რო­ბი­დან და ახლა არის უცხო­ეთ­ში. რა­ტომ იყო ეს გა­რეთ და რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს იმ და­ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად პა­სუხს მა­ლე­ვე მი­ვა­გე­ნი...

და­ვად­გი­ნე ამ პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი და აღ­მოჩ­ნდა ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან გვა­ზა­ვას კლა­სე­ლი, ასე­ვე, ბათუ სა­ღი­ნა­ძის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რის კლა­სე­ლი. შევ­კა­რი მა­სა­ლა და გა­ვე­დი ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა.

ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე სა­დახ­ლოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მე­უღ­ლე იყო. 2006 წლის აგ­ვის­ტო­ში უჩა ჯა­ნე­ლი­ძე სა­კუ­თარ სა­წოლ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. იგი იყო ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვი­ლი. და­ა­კა­ვეს მოკ­ლუ­ლის ცოლი და უთხრეს, რომ მას უნდა აეღო თავ­ზე ქმრის მკვლე­ლო­ბა და მალე გა­მო­უშ­ვებ­დნენ. ემუქ­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბით. მა­შინ იგი იყო 32 წლის, სამი შვი­ლის დედა...

ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე ისე მო­იქ­ცა, რო­გორც უთხრეს, მაგ­რამ და­ნა­პი­რე­ბი არ შე­უს­რუ­ლეს და 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე და­კა­ვე­ბა, სა­დახ­ლოს პო­ლი­ცია და კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა სა­ეჭ­ვოდ ფი­გუ­რი­რებ­და ამ საქ­მე­ში. მი­ვა­კი­თხე ნა­თი­ას დე­დას, და­ვარ­წმუ­ნე, რომ ცუდი ზრახ­ვე­ბით არ ვი­ყა­ვი... დე­და­მის­მა იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ მის შვილს ქმრის მკვლე­ლო­ბა თავ­ზე აა­ღე­ბი­ნეს.

ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძემ მი­თხრა, რომ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­კა­ვე­ბა, ტყუ­ი­ლი და დაგ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყოო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ და­კა­ვე­ბამ­დე ორი თვით ადრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი ჩემს აგა­რაკ­ზე ჰყავ­დათ დამ­წყვდე­უ­ლი და სას­ტი­კად აწა­მებ­დნე­ნო. შიშ­ვე­ლი ჰყავ­დათ მთე­ლი დღე­ე­ბი და თოკ­ზე გა­მობ­მულს, ბორ­კი­ლებ­და­დე­ბულს უშ­ვებ­დნენ სა­პირ­ფა­რე­შო­ში, ხე­ლე­ბის და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დნე­ნო. ორ­ჯერ იყო მო­სუ­ლი მას­თან შე­სახ­ვედ­რად მა­შინ­დე­ლი შსს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიო. შიშ­ვე­ლი ჰყავ­დათ დაბ­მუ­ლი და ჩემი მე­უღ­ლე (სა­დახ­ლოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი უჩა ჯა­ნე­ლი­ძე) ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­დაო.

ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე მიყ­ვე­ბო­და, ჩემი მე­უღ­ლე ამ­ბობ­და, ამ საქ­მეს რომ გავ­ხსნით და და­ვამ­თავ­რებთ, შსს და­წი­ნა­უ­რე­ბას და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას გვპირ­დე­ბაო..." - იხ­სე­ნებს ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ნა­ამ­ბობს. თო­დუა ასე­ვე დას­ძენს, რომ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი მარ­თლაც იყო დამ­ნა­შა­ვე, თუმ­ცა მისი აყ­ვა­ნა გა­ი­თა­მა­შეს. რაც შე­ე­ხე­ბა უჩა ჯა­ნე­ლი­ძის მკვლე­ლო­ბას, ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით ის ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი და პირ­და­პირ კავ­შირ­შია კა­ლა­ძის საქ­მის გახ­სნას­თან.

"როცა მო­ახ­ლოვ­და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, უნდა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლოდ იხ­დი­და სას­ჯელს. წინა დღეს ვე­სა­უბ­რე, გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი და მე­ო­რე დღეს პრო­ცეს­ზე ეკი­თხე­ბა მო­სა­მარ­თლე: პრო­კუ­რო­რის აცი­ლე­ბას ითხოვ? -არაო, უპა­სუ­ხა. ად­ვო­კა­ტის აცი­ლე­ბა გსურთ? და მო­უ­ლოდ­ნე­ლად უპა­სუ­ხა - დი­ა­ხო. ეს ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო! ვკი­თხე რა მოხ­და, ნა­თია, რა გჭირ­სმეთ­ქი და აუ­ვარ­და ის­ტე­რი­კუ­ლი ტი­რი­ლი.

ბო­ლოს მე გა­მო­მა­ძე­ვეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან და პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თა ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე. ძა­ლა­ში და­ტო­ვეს პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - 14 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. ჯა­ნე­ლი­ძის 14-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლო­მაც. მსჯავ­რდე­ბუ­ლი 2012 წელს „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ ფარ­გლებ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

...მერე წლე­ბის შემ­დეგ მო­მიყ­ვა ნა­თი­ამ, რომ მას­თან შე­ვიდ­ნენ გვა­ზა­ვას­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პი­რე­ბი და აი­ძუ­ლეს ჩემი აცი­ლე­ბა მო­ე­თხო­ვა. ცი­ხე­ში და­ე­მარ­თა შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე და სა­ჭი­რო იყო მისი მკურ­ნა­ლო­ბა. ექ­სპერ­ტი­ზამ არ და­წე­რა ეს დას­კვნა. სტრას­ბურ­გში საქ­მის გაგ­ზავ­ნის ვა­დაც გა­სუ­ლი იყო, ამი­ტომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კუ­თხით მივ­მარ­თე სტრას­ბურგს. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ არ­სე­ბობ­და 30% შან­სი გა­დარ­ჩე­ნის. არ აძ­ლევ­დნენ მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბას.

ამა­სო­ბა­ში სტრა­სურ­გში და­ი­წყო საქ­მის გან­ხილ­ვა. დად­გა 2012 წელი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მი­ღე­ბულ­მა ამ­ნის­ტი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძე. წა­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში და სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა. ეს არის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ნუ­რი მო­პყრო­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი. სჭირ­დე­ბო­და მკუ­რა­ლო­ბა და არ მის­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. რომ არ მო­ეს­წრო ამ­ნის­ტი­ას და არ გა­და­სუ­ლი­ყო გერ­მა­ნი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ღუ­პე­ბო­და ცი­ხე­ში..." - გვიყ­ვე­ბა ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა.

ამ­ჟა­მად, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს ნა­თია ჯა­ნე­ლი­ძის საქ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს.