„ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს თაღლითობის არსებობას“

„ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს თაღლითობის არსებობას“

„მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემის მიზანი იყო ფულის გათეთრება“, – სახელმწიფო ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა.

გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა:

„სესხები 2007–2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“–ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებული ორი ქართული კომპანიისთვის – შპს „სამგორი M“–ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“. ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა“, – ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებაში.

ამავე შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“–სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“–მა და შპს „სამგორი თრეიდ“–მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.

„გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ–ცალკე განხილვით, შესაძლოა, არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, - მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის – თაღლითობის არსებობას“, – აღნიშნულია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებაში.

სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს. მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს.

დასკვნას არ იზიარებს მამუკა ხაზარაძე და აცხადებს, რომ პროკურატურა არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საქმე არის სასამართლოში და ჟურნალისტებს სასამართლოში ეპატიჟება, სადაც გააგრძელებს კომენტარების გაკეთებას.

„ლელოს“ პრესსპიკერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ ე.წ. ანგარიშის გამოქვეყნების მიზანია, როგორმე გადაიფაროს მთავრობის ტოტალური მარცხი ანაკლიის პროექტთან მიმართებაში. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არ არის მათთვის, საგამოძიებო უწყებამ წინა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა და ხაზარაძის ადვოკატებისგან ღირსეული პასუხი მიიღო.

„მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის თემაზე გამართულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე პროკურატურის მიერ ამ ე.წ. ანგარიშის გამოქვეყნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე გადაიფაროს საქართველოს მთავრობის ტოტალური მარცხი ანაკლიის პროექტთან მიმართებაში. ასეთი თემის გადაფარვის უსუსური მცდელობები ვერ აგვაღებინებს ხელს მიზანზე, რომელიც „ლელოში“ გაერთიანებულმა ადამიანებმა დავისახეთ.

ეს ქვეყანა შეიცვლება და ერთხელ და სამუდამოდ, დაემსგავსება სახელმწიფოს. პროკურატურა დაემსგავსება სახელმწიფო უწყებას, სასამართლო –მართლმსაჯულების განმახორციელებელ უწყებას და ეს სამარცხვინო მდგომარეობა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში აქვს სახელმწიფოს, შეიცვლება“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, ხელმძღვანელობა შეიცვლა „ტვ პირველში“. გადაწყვეტილება არხის მფლობელმა ვატო წერეთელმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. წერეთელი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გადადიან განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით.

tngh ქ-ნ ანა ნაცვლიშვილს საქართველოს საზოგადოება დეგენერატი ჰგონია... ან თვითონ არის სრული დებილი. რომელ გადაფარვაზე ლაპარაკობს. 17 000 000$-ა "გამქრალი". წერილი ხომ, ღიმილის მომგვრელია. გ.გახარიას ანაბეჭდი, არის ევროსაბჭოს საერთაშორისო რეესტრში, როგორც მისი წევრი ქვეყნის მინისტრი და შემდეგ მთავრობის მეთაური... იქ, რომ რაიმე საეჭვო ყოფილიყო, არ იტყოდნენ??? სასაცილოა ასეტი დემაგოგია "ლელოს" მხრიდან.
4 კვირის უკან
tngh ქ-ნ ანა ნაცვლიშვილს საქართველოს საზოგადოება დეგენერატი ჰგონია... ან თვითონ არის სრული დებილი. რომელ გადაფარვაზე ლაპარაკობს. 17 000 000$-ა "გამქრალი". წერილი ხომ, ღიმილის მომგვრელია. გ.გახარიას ანაბეჭდი, არის ევროსაბჭოს საერთაშორისო რეესტრში, როგორც მისი წევრი ქვეყნის მინისტრი და შემდეგ მთავრობის მეთაური... იქ, რომ რაიმე საეჭვო ყოფილიყო, არ იტყოდნენ??? სასაცილოა ასეტი დემაგოგია "ლელოს" მხრიდან.
4 კვირის უკან
tngh "ჭუტავიზია", "აქუვიზია"... "ემავიზია" აქტიურად და თავგამოდებით განაგრძობენ "ლელოს" პიარს... როგორც, ჩანს მათთვის "გამქრალი" 17 000 000 $ მცირე თანხაა... "ბოღმა TV"-ზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათ გადაცემებს მხოლოდ უკუ-რეაქცია აქვს ბანკებისგან გაუბედურებული საზოგადოებისათვის. ბევრისთვის კი, ეს დემაგოგია, სასაცილოა...
4 კვირის უკან