სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანმა, სონ ჰიუნ მინმა, ფხენიანში ჩრდილოეთ კორეასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ (0:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„მატჩი ძალიან აგრესიული იყო. ისეთი დაძაბული, რომ შინ მშვიდობით დაბრუნება უკვე მიღწევაა. ბევრს იგინებოდნენ, უხეშობდნენ.“ - უთხრა „ტოტენჰემის“ შემტევმა Goal-ს.
მატჩზე მაყურებელი არ დაუშვეს. სტადიონზე არ შეუშვეს უცხოელი ჟურნალისტები. ტექსტური ტრანსლაციაც კი არ ყოფილა. სამაგიეროდ, შეხვედრას ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო დაესწრო.
ორი კორეის ნაკრებებს ფხენიანში 1990 წლის შემდეგ აღარ ეთამაშათ. ისინი 2010 წლის მუნდიალისასაც ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნდნ, მაგრამ მაშინ ორივე მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ჩინეთში ჩატარდა.