ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო. ამის შესახებ New York Times-ი მის აგენტზე დაყრდნობით წერს.
12 ოქტომბერს დეის ძლიერი ნოკაუტის შემდეგ თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს. ის აშშ-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში 69.9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩარლზ კონველს დაუპირისპირდა.
შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო. მოკრივე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ ის კომაში ჩავარდა, მეოთხე დღეს კი გარდაიცვალა.