მესის სურს რომ კლუბმა ნიკოლას ტალიაფიკო იყიდოს

მესის სურს რომ კლუბმა ნიკოლას ტალიაფიკო იყიდოს

"ბარსელონის" თავდამსხმელი ლიონელ მესი ფიქრობს, რომ კლუბმა "აიაქსის" მცველი ნიკოლას ტალიაფიკო უნდა შეიძინოს. ამის შესახებ ინფორმაციას Don Balon-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კატალონიელები 2020 წლის ზაფხულში მარცხენა პოზიციის გამაგრებას აპირებენ, რომელზეც ახლა 30 წლის ჟორდი ალბა თამაშობს. ბოლო სატრანსფერო შესაძლებლობის დროს "ბარსელონამ" მცველი ჟუნიორ ფირპო 18 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მესი მისი შესაძლებლობებით უკმაყოფილოა.

ფორვარდის მოსაზრებით, სწორედ ტალიაფიკოს შეუძლია გახდეს ალბას გრძელვადიანი შემცვლელი. ის მოითხოვს, რომ "ბარსელონამ" ალბა იყიდოს.