სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის არ გადაუხდია 50 ათა­სი ევ­რო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა

სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის არ გადაუხდია 50 ათა­სი ევ­რო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ უკვე მე­რამ­დე­ნედ და­ად­გი­ნა, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე "ბა­თი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ", გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ბა­თი­აშ­ვი­ლის მი­მართ დარ­ღვე­უ­ლი იყო სა­მარ­თლი­ა­ნი გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს მომ­ჩივ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 3 600 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

AMBEBI.GE-მ თვა­ლი გა­და­ავ­ლო უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ხელ­მწი­ფომ წა­ა­გო და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

ერთ-ერთი ასე­თია ე.წ კორ­ტე­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა, თუმ­ცა რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს 4 დღე აქვს დარ­ჩე­ნი­ლი და ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის­თვის ამ თან­ხი­დან ჯერ არც ერთი თეთ­რი არ გა­და­უხ­დია.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 12-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, სარ­ჩელ­ზე "ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და შა­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ივ­ლისს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი სამ­თვი­ა­ნი ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ოქ­ტომ­ბერს იწუ­რე­ბა.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვა­ზა­გაშ­ვი­ლებ­მა კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს, თუმ­ცა რო­გორც მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დე­დამ, ცი­ა­ლა ვა­ზა­გაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"არა­ვის ჩა­უ­რი­ცხავს თან­ხა, სი­მარ­თლე გი­თხრათ არც კი მახ­სენ­დე­ბა, რომ უნდა მიგ­ვე­ღო ეს კომ­პენ­სა­ცია. ღმერ­თის წი­ნა­შე ვამ­ბობ, ჩემ­თვის ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, არა­ფერს ცვლის. ზუ­რას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს! ადა­მი­ანს რომ სი­ხა­რუ­ლის გან­ცდის უნარს წა­არ­თმე­ვენ, ფული იქ რა­მეს შეც­ვლის?! არც ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­ჩე­რე­ბუ­ლი ვიყო ამ თან­ხა­ზე. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გად­მომ­ცეს, ზუ­რას სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად ისევ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ვუ­რი­გებ" - გვი­თხრა შვილმკვდარ­მა დე­დამ.

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეა, რომ­ლი­თაც სტრას­ბურ­გმა და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის უზე­ნა­ე­სი უფ­ლე­ბა - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ საქ­მეს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ნი­ჭა პრი­ო­რი­ტე­ტი და გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ღვე­უ­ლი იყო ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლი (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა).

გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლებ­მა, იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა და ცი­ა­ლა შა­ნა­ვამ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2007 წელს, მას შემ­დეგ მი­მარ­თეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლად და და­ხუ­რუ­ლად ისე გა­მო­ცხად­და, რომ ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე არა­ვინ დას­ჯი­ლა.

22 წლის ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და საშა ხუ­ბუ­ლო­ვი 2006 წლის 2 მა­ისს თბი­ლის­ში, ყო­ფი­ლი კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თლდამ­ცა­ვე­ბის მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. მათ­თან მყო­ფი ერთი ახალ­გაზ­რდა კი და­იჭ­რა. ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ცი­დენ­ტი­დან სამ დღე­ში და­ი­წყო, მაგ­რამ 2007 წლის აპ­რილ­ში და­ი­ხუ­რა. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ყა­ჩა­ღუ­რი ჯგუ­ფის" წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რა სპე­ცო­პე­რა­ცია. ამ ვერ­სი­ას ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯახ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს და პო­ლი­ცი­ელ­თა დას­ჯას მო­ი­თხოვ­დნენ.

საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა 2012 წლის ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე 2015 წლის 2 თე­ბერ­ვალს გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ბრალ­დე­ბე­ბით 11 ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ თით­ქმის 9 წლის წი­ნან­დე­ლი ოპე­რა­ცია გა­მო­ა­ცხა­და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ "შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმად" და გა­ნა­ცხა­და, რომ ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას შუ­რის­ძი­ე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ და­გეგ­მა, რათა ერ­თის მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპ­რილ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მისი ძმის გამო, რო­მე­ლიც ამ და­ნა­შა­ულ­ში ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­მა ამ­ხი­ლა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კის" ფარ­გლებ­ში "და­ნა­შა­ულ­თან მებ­რძო­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის იმი­ჯი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა".

ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დია ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. 2015 წლის 20 იან­ვარს კას­პის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი. ის შვი­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე აფეთ­ქდა.

უფ­რო­სი ვა­ზა­გაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და მუდ­მი­ვად აკ­რი­ტი­კებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ერთ-ერთ ბოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი თქვა, რომ ზო­გი­ერ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კვლა­ვაც რჩე­ბო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე მათ "მფარ­ვე­ლო­ბა­შიც" კი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბო­და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბა. ეს იყო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, მისი დნმ-ის გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად და­ემ­თხვა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე ამო­ღე­ბულ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ფა­ლი­ის სა­ხე­ლურ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ს.

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი საქ­მე, რო­მელ­ზეც სტრას­ბურ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლე­ბი, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჰყავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ხში­რად სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე ცხა­დია, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ი­ცე­მა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­მა­გად ზა­რა­ლე­ბი­ან.

Katana . განგაშის ატეხვა, ალბათ, ნაადრევია, რადგან ვადა ჯერ ამოწურულა; (თუმცა, შეხსენება იმ სამინისტროსთვის, ვისაც ამ კომპენსაციის გაცემა ევალება, საჭირო იყო!).
მთავარია, კორტების საქმის ნაცი მოსამართლე ახლა უზენაესის უვადო მოსამართლედ არ იყოს წარდგენილი!..
4 წლის უკან
Katana უნდა მეწეროს "ვადა ჯერ არ ამოწურულა"
4 წლის უკან