„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს.
67 წლის სპეციალისტმა რომაული კლუბი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დატოვა. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია.
რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა. ფეხბურთის სპეციალისტი მანამდე ამავე საფეხბურთო გუნდს 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა.