წინა მსოფლიო რეიტინგში 9-საფეხურიანი დაღმასვლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა. საუკეთესო ჩოგბურთელთა ახალ რეიტინგში ის 24-ე პოზიციას იკავებს.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი რეიტინგის მე-16 პოზიცია იყო, რომელზეც ის პირველად მიმდინარე 27 მაისს აღმოჩნდა.
სიის პირველი სამეული კვლავ უცვლელი რჩება - პირველ ადგილზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეორეზე ესპანელი რაფაელ ნადალი, მესამეზე კი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, თუმცა, შანხაის ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, 32 წლის სერბს პირველი ჩოგნის სტატუსში 33 წლის ნადალი ჩაანაცვლებს.