ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი, ნეიმარი კიდევ ერთი რეკორდის ავტორია. სენეგალთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 27 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მეასედ ითამაშა და გახდა „სელესაოს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მსგავს ნიშნულს მიაღწია.
ასი, ან მეტი თამაში პენტაკამპეონების რიგებში სულ ექვს ფეხბურთელს, კაფუს (142), რობერტო კარლოსს (125), დანი ალვეშს (117), ლუსიოს (105), კლაუდიო ტაფარელის (101) და რობინიოს (100) აქვს გამართული, თუმცა ნეიმარის ასაკში ვერც ერთმა მათგანმა მოასწრო ეროვნული გუნდის მაისურის ასჯერ მორგება.
პსჟ-ს ვარსკვლავი სულ მალე სავარაუდოდ, კიდევ ერთ სანაკრებო რეკორდს გააუმჯობესებს-მის ანგარიშზე ბრაზილიის ეროვნულ გუნდში უკვე 61 გოლია და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს პელეს (77) მხოლოდ 16 გოლით ჩამორჩება.