ელექტროენერგიის დეფიციტი იზრდება, ტარიფი ჯერჯერობით უცვლელი რჩება

ელექტროენერგიის დეფიციტი იზრდება, ტარიფი ჯერჯერობით უცვლელი რჩება

საქართველოში დენის მოხმარების ტემპი შემცირდა, მაგრამ დეფიციტი გაიზარდა. ზოგადად კი, ელექტროენერგეტიკის სფეროში მეტად არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი. ტირიფის მატება ალბათ გარდაუვალია, მაგრამ ეს წელს არ მოხდება.

„გალტ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება პროგნოზირებულზე ბევრად დაბალი ტემპით წლიურად 2.3%-ით გაიზრდა. ამასთან, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰიდროგენერაცია, რამაც ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად გაზარდა, მოხმარების ზრდის დაბალი ტემპის მიუხედავად. ელექტორენერგიის სავაჭრო დეფიციტმა 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, გაორმაგდება.

„2019 წლის 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ 0.2 ტვტ_სთ იყო, იმპორტმა 0.8 ტვტ_სთ შეადგინა, რამაცდეფიციტი 0.6 ტვტ_სთ-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლისივლისში პირველად განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტი მაშინ,როცა ივლისი წლების განმავლობაში საექსპორტო თვე იყო. 2019 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტი აღარ განხორციელდება, ხოლო იმპორტი 1.6 ტვტ_სთ-ს მიაღწევს, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი ისტორიულ მაქსიმუმს - 1.4 ტვტ_სთ-ს გაუტოლდება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვაში აღნიშნული 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტი განახევრდა და ჯამური მიწოდების მხოლოდ 2.6% შეადგინა. ექსპორტის თითქმის ნახევარი (47%) თურქეთის მიმართულებით განხორციელდა, შემდეგ მოდის სომხეთი (25%), რუსეთი (24%) და აზერბაიჯანი (4%). ეს სრულად განპირობებულია ადგილობრივ ბაზარზე არსებული დეფიციტით, რაც წლიდან წლამდე ღრმავდება მოხმარების გენერაციაზე უფრო სწრაფი ტემპით ზრდის გამო.

„ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი წლიურად 15.7%-ით გაიზარდა, 2019 წლის 8 თვეში. ზრდა განპირობებული იყო ექსპორტის დივერსიფიკაციით და უფრო ძვირადღირებული საექსპორტო ბაზრების წილის ზრდით“, - აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

ზოგადად ელექტროენერგიის დეფიციტი სამომავლოდ აუცილებლად გამოიწვევს კომუნალური გადასახადის გაზრდას, თუმცა ეს წელს არ მოხდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობის იმ სეგმენტს დაეხმარება, რომელსაც კომუნალური სერვისების მისაღებად დახმარება დასჭირდება.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ბაზრის ლიბერალიზაციის საფუძველი გახდება, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ, მთავრობას ჩამოყალიბებული მექანიზმი ჰქონდეს იმისთვის, რომ იმ მომხმარებელთა კლასისთვის, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ შეღავათიანი ფასებით ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდება, ამის საშუალება გვქონდეს.

რაც შეეხება გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას, ეს უახლოეს მომავალში არანაირად არ იგეგმება, ამის წინაპირობა არ არსებობს. მომავალში, მომხმარებლის ზრდასთან ერთად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებითი ელექტროენერგია დაგვჭირდება, რა წყაროებით და ფასებით, შევხდავთ და ვნახავთ, შეიძლება არც დადგეს ამის საჭიროება. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი“, -განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

გაცილებით ოპტიმისტურია „იუსაიდის“ პროგნოზი. მათი ვარაუდით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, 2024 წლამდე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ყოველწლიურად საშუალოდ, 1%-ით შემცირდება.

კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში ეს საკითხები დეტალურად არის გაწერილი. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება არსებული კანონმდებლობა და მარეგულირებელი დებულებები, საფასურის გაზრდა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით არის მოსალოდნელი, მაგრამ თუ დამტკიცდება ენერგეტიკის ახალი კანონი, ასეთ შემთხვევაში გადასახადი ყოველწლიურად ერთი პროცენტით დაიკლებს.

გარდა ამისა, იმ „იუესაიდი“ ფაქტორებს ასახელებს, რაც ახალი კანონის მიღების შემთხვევაში ელექტროენერგიის ფასზე გავლენა იქონიებს:

  1. ახალ ბაზრებს ექნება როგორც კომერციული, ისე იურიდიული ხელშეწყობა ეკონომიური იმპორტისა და ექსპორტისათვის;
  2. ახალ ბაზრებზე წვდომა შესაძლებელს გახდის რეზერვების განაწილებას, რაც შეამცირებს სიმძლავრის დანახარჯებსა და შედეგად საბითუმო ფასებს;
  3. დაჩქარდება საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების შერჩევა, ნებართვის გაცემა და განხორციელება;
  4. დაბალრისკიანი გარემოს წყალობით, კაპიტალური დანახარჯებიშემცირდება ახალი ინვესტიციებისთვის;
  5. მზისა და ქარის ენერგია იქნება სავალდებულო და პრიორიტეტული (ეს გაზრდის ფასებს);
  6. საბითუმო ბაზრის კონკურენცია ხელს შეუწყობს საბითუმო ფასების შემცირებას;
  7. საცალო ბაზრის კონკურენცია (მომხმარებლის არჩევანი) ხელს შეუწყობს საცალო ფასების შემცირებას;
  8. რეფორმების დანერგვის გაზრდილი ხარჯები (გადამცემი სიტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, ახალი ტექნოლოგიური სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა).
tngh ყველა ის, ვინც უპირობოდ ეწინააღმდეგება ახალი "ჰესების" მშენებლობას, საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის მტერია. უნდა შეწყდეს ამაზე დავაც კი!!!
5 წლის უკან
petrekupry 1000000000000000000000000000000%
5 წლის უკან
tngh ყველა ის, ვინც უპირობოდ ეწინააღმდეგება ახალი "ჰესების" მშენებლობას, საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის მტერია. უნდა შეწყდეს ამაზე დავაც კი!!!
5 წლის უკან
tngh ყველა ის, ვინც უპირობოდ ეწინააღმდეგება ახალი "ჰესების" მშენებლობას, საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის მტერია. უნდა შეწყდეს ამაზე დავაც კი!!!
5 წლის უკან