ალბათ ყველას გვახსოვს 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უკრაინულ ვოისში ფენომენალური შერსულებით ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა.
პირველ ტურში Blind Audition ალექსანდრემ სელინ დიონის All By Myself შეასრულა, მისმა ემოციურმა ნამღერმა კი არამარტო მენტორები, არამედ მთლიანი დარბაზი და მაყურებელიც მოხიბლა.
სუპერფინალში ალექსანდრემ ქართული სიმღერაც შეასრულა და ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ"-ით უკრაინელი საზოგადოება მოხიბლა. პატარა ალექსანდრე მაყურებლის ფავორიტი "ვოისის" გამარჯვებული გახდა.
ამ ყველაფრის შემდეგ ქართველი მომღერალი ჰოლივუდში, ამერიკულ გადაცემა "Little Big Shots"-ში მიიწვიეს.