გერმანელმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
35 წლის ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და იმ ნაკრებებს, რომელთა სახელითაც თამაშობდა: მიუნხენის „ბავარიას“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩიკაგო ფაირს“ და გერმანიის ეროვნულ ნაკრებს.
ბასტიან შვაინშტაიგერი „ბავარიის“ შემადგენლობაში რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და შვიდჯერ მოიგო ეროვნული თასი.
მან 121 მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრებთან ერთად და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი შვაინშტაიგერს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებს.
ბოლო საფეხბურთო კლუბი, სადაც შვაინშტაიგერი 2017 წლიდან თამაშობდა „ჩიკაგო ფაირი იყო.