საფეხბურთო კლუბ "მილანის" ხელმძღვანელებმა მარკო ჯამპაოლო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს და მის შემცვლელს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას acmilanoffside.com-ი ავრცელებს.
ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონატში გამართული შვიდი მატჩიდან როსონერიმ სამში გაიმარჯვა და ოთხში დამარცხდა, რის შედეგადაც გუნდი სატურნირო ცხრილში მეცამეტე ადგილზეა და უკვე ჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.
"მილანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჯამპაოლოს შემცვლელად სტეფანო პიოლი სახელდება, რომელიც ბოლოს ფლორენციის "ფიორენტინაში" მუშაობდა.