იტალიელი ველომრბოლელი ჯოვანი იანელი გარდაიცვალა. ის 22 წლის იყო. ამის შესახებ La Gazetta dello Sport-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სპორტსმენი იტალიაში მიმდინარე რბოლაში მონაწილეობდა. ფინიშამდე 100 მეტრი იყო დარჩენილი, როცა იანელიმ მართვის კონტროლი დაკარგა და თავით ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იანელი სამოყვარულო ჯგუფის Hato Green Tea Beer-ის წევრი და იტალიის ველოსპორტის ფედერაციის ტოსკანის კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის შვილი იყო.