„ხიმნასია ი ესგრიმას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ საკუთარი კლუბის გამარჯვება ცეკვით აღნიშნა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ცეკვა Twitter-ზე გავრცელდა.
არგენტინის ჩემპიონატის მე-9 ტურში მარადონას გაწვრთნილმა გუნდმა „გოდოი კრუსს“ 4:2 სძლია. ეს 58 წლის მარადონას ხელმძღვანელობით გუნდის პირველი გამარჯვებაა.
58 წლის სპეციალისტმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. მანამდე ის მექსიკის მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბს, „დორადოს დე სინალოას“ წვრთნიდა.