„ზარდიაშვილისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა“

„ზარდიაშვილისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა“

ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამბობს, რომ პარლამენტი ბესელასთან დაპირისპირების შედეგად არ დაუტოვებია. აწ უკვე ყოფილი დეპუტატი სხვებს მოუწოდებს ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად. მისივე თქმით, მან თავის გადაწყვეტილების შესახებ, როგორც პარტიის სხვა ხელმძღვანელობას, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც აცნობა.

„მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი. პარტიას არ ვტოვებ, პირიქით, თუ რამით შემეძლება ყველანაირად დავუდგები „ქართული ოცნების“ გუნდს გვერდში იმისთვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე განახორციელოს მოქალაქეების სასიკეთოდ. გარკვეული დროის განმავლობაში დავისვენებ და შემდეგ გადავწყვიტავ რა საქმიანობით დაკავდები“, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც გასულ კვირას ეკა ბესელია ხელით შეეხო, ერთ–ერთია, რომელსაც ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. ბესელიას ეჭვიც არ ეპარება, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა და მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ კლანის, რომელიც მას კბილებით იცავდა. მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობდა კლანი, მფარველობდა ჩინჩალაძე. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული.

არ ვიცი, ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ, ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა. ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო, ეტყობოდა მის ქცევებს იმ ინციდენტის შემდეგ. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც გამოჩნდა, რომ ის იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი და შემადგენელი იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზარდიაშვილმა აჩვენა, რომ თანამდებობა, არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება. არჩილ თალაკვაძემ ზარდიაშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობაც გადაუხადა.

„ვფიქრობ, ამით ვანო ზარდიაშვილმა ჩვენ ყველას და საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაზე და კამპანიაზე, რაც პოლიტიკაში შეიძლება ხშირად მოხდეს, მაღლა დგას ღირსება და ადამიანური ნაწილი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც აქვს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ ბესელიასთან ბოლო კონფლიქტის შემდეგ ზარდიაშვილს პარლამენტის მანდატის დატოვებისკენ მიუთითა ბიძინა იავნიშვილმა. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის.

„ამ თემის ასე დრამატიზებასაც არ მოვახდენდი. ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა. მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის. მის მიმართ შავი პიარი მძლავრობდა, შეტევები საკმაოდ ხშირი იყო. ხშირ შემთხვევაში, უზნეობასთან სიახლოვეს იყო.

ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, პროფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რაც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა. სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკას ახასიათებს გარკვეული ჯახები. პოლიტიკურ ველზე ეს შეჩვეულ ჭირად იქცა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ზარდიაშვილის წასვლით არაფერი იცვლება. დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სულ ერთია, ვანო ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ არა პარლამენტში.

„მორალურ შეფასებაში ვერ შევიჭრები, მისი გადასაწყვეტია, პარლამენტის წევრია. გადაწყვეტილება თავად მიიღო, რისკი თავად აიღო და ამის თანაზიარი ვერ ვიქნები. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, განმარტებები სჯობს, უმრავლესობამ გააკეთოს. კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაც მანდატის შეჩერებას იწვევს, არ გაუკეთებია.

ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ. ეს არ არის საფუძველი პარლამენტის დატოვების. დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია. მთავარი ბრძოლა სასამართლოზე გადის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნებიდან“ კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ გასაშვები. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ვანო ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ, როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული“.

„ერთ–ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი. ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიური ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები. მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობისა და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია. როგორც ჩანს, „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა.

იურიდიულ კომიტეტზე, ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ჩათვალა, რომ გარკვეული ჯგუფების ლობისტი იყო, მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რის გამოც ამ ყველაფრისთვის შანტაჟური ხასიათის მიცემას შეეცადა და ამას შეეწირა კიდეც, რადგან ზარდიაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა. მით უმეტეს ორი, სამი დღის წინ სულ სხვა განწყობებით დადიოდა. ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. იმდენად მაღალ დონეზე, რომ „ოცნების“ რიგითმა დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ ამის შესახებ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზარდიაშვილის მხრიდან დეპუტატის მანდატის დატოვებით, ხელისუფლებამ მოსალოდნელი უსიამოვნება აიცილა თავიდან. რადგან საზოგადოებაში ზარდიაშვილის მიმართ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება იყო, რომ მმართველი გუნდი იძულებული გახდა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ზარდიაშვილი პარლამენტიდან საკუთარი სურვილით არ წავიდოდა. შესაბამისად, ფიქრობს, რომ რაღაც გარიგება შედგა ზარდიაშვილსა და უმრავლესობას შორის.

„ქართულ ოცნებას რაღაც ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა. რომ გითხრათ აქედან ძალიან დიდ პლუსს ჩაიწერენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ის, რომ ერთი თვე მასზე იქნებოდა ლაპარაკი, აი, ეს უსიამოვნო ფაქტი ნამდვილად თავიდან აიცილეს. ალბათ, შესთავაზა ხელისუფლებამ რაღაც სხვა და ასეთი ფორმით მოხდა მისი მანდატის დატოვება. ნამდვილად არ ვიცი, რას შესთავაზებდნენ, მაგრამ ისეთ თანამდებობას ვერ მისცემენ, რომელიც ძალიან იყვირებს საზოგადოების თვალში. ზარდიაშვილი გახარია არ არის, ამიტომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილს გუნდმა აიძულა მიეღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება, რადგან მისნაირი ნატურები თავისი ნებით ტალახიდან არ ამოდიან, ეს მათთვის საარსებო გარემოა. მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს იმიჯი გადაირჩინოს.

„ზარდიაშვილი, ერთი მხრივ ასოცირდებოდა „ნაციონალების“ ბნელ მხარესთან და მეორე მხრივ, მისი ქმედებები ყოველგვარ მორალს მიღმა იყო, ამიტომაც მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ მან მანდატი უნდა დატოვოს. „ქართული ოცნება“ იძულებულია საკუთარი იმიჯის გადატვირთვაზე იზრუნოს და ამ გადატვირთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იქნება იმ ადამიანებისგან დისტანცირება, რომლებიც „ნაციონალური“ წარსულის არიან. ანუ ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასოცირებულია ყველაზე ბნელ მხარესთან და დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია ამ გადაწყვეტილების მიღება. ზარდიაშვილი მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იქნებოდა დარტყმის მთავარი მიმართულება, ამიტომაც ასეთ ფიგურებს ჩამოიშორებენ საარჩევნო წელს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ზარდიაშვილის წასვლა–მოსვლა საერთოდ არ არის საინტერესო. პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული ზარდიაშვილი. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან ეს არა მორალური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური ტაქტიკა იყო – დამალო ვინმე დროებით იმიტომ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღო.

„ზარდიაშვილი აქამდე რომ იყო პარლამენტში, ჩემთვის ესეც პრობლემატური იყო. კონკრეტულად ვანო ზარდიაშვილს კი არ ვერჩი, უბრალოდ ის ელემენტი, რასაც განასახიერებს ვანო ზარდიაშვილი ქართულ სინამდვილეში, არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ის და არა მხოლოდ ის, ბევრი სხვაც, განასახიერებდა იმ სისტემურ მანკიერებას, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად აითვისა და დაეყრდნო თავის ქმედებებში.

ვანო ზარდიაშვილი ასოცირდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მანკიერებასთან და საერთოდ პოლიტიკური ქამელეონიზმის ფენომენთან, როდესაც პარტიიდან პარტიაში გადადიხარ, იმის მიხედვით, თუ ვინ არის ძალაუფლებაში. არ მგონია, რომ ზარდიაშვილს ძალიან დაჩაგრავენ, უბრალოდ მოუძებნიან უფრო ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას ნაკლებად გაეჩხირება თვალში. დამერწმუნეთ, არანაკლებ პოზიციაზე ვიხილავთ მას, უბრალოდ ის საჯარო სივრციდან გაქრება თორემ პოზიცია არ შემცირდება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

სოციალისტი მე ვერც კი წარმომედგინა თუ ჩვენი საზოგადოება ასეთი სასტიკი შეიძლება ყოფილიყო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ქართული საზოგადოება ესენი ვინც ასე უმოწყალოდ აბულინგებს ახალგაზრდა კაცს, ოჯახის უფროსს, მცირეწლოვანი შვილების მამას ქართველები ვერ იქნებიან! ესენი თემურ-ლენგის და შაჰ აბასის ჯარისკაცების შთამომავლები შეიძლება იყვნენ! რა ამბავში ხართ, რა გჭირთ, სულ შეიშალეთ?! ბოკერიაზე, სააკაშვილზე, გვარამიაზე, ადეიშვილზე... ამის მეათასედი გართულება არ გაქვთ რაც ზარდიაშვილზე! ვერ ხვდებით საკუთარ არაადეკვატურობას?!
1 თვის უკან
სოციალისტი ახლა ვინმეს შეიძლება ეს ზარდიაშვილი ან მისი წინაპარი ჩემი მოყვარე და ნათესავი გეგონოთ, მაგრამ არ არის ასე! წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის ან თითონ, ან მისი წინაპრები! მაგრამ გული მეტკინა საზოგადოების არათანაზომადი, ფაქტიურად ფაშისტური სისასტიკის გამო!
1 თვის უკან
tngh "მეგრანტეების" და ე.წ. ჟურნალისტების ცილისწამებამ იმსხვერპალა სესანიშნავი პროფესიონალი ბ-ნი ნოდარ ხადური. ის, ვინც პანაშვიდზე იყო მის ბინაში, ყველა დარწმუნდა, რომ ბ-ნი ნოდარი არანაირ "ბროლის" სასახლეში არ ცხოვრობდა. იგივე მეორდება ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. არანაირი მტკიცებულებები მის ე. წ. დანაშაულებებზე. მხოლოდ ეკა ბესელიას და "ორღობის ჭორიკანა" ჟურნალისტების ცილისწამებები...
1 თვის უკან
tngh "მეგრანტეების" და ე.წ. ჟურნალისტების ცილისწამებამ იმსხვერპალა სესანიშნავი პროფესიონალი ბ-ნი ნოდარ ხადური. ის, ვინც პანაშვიდზე იყო მის ბინაში, ყველა დარწმუნდა, რომ ბ-ნი ნოდარი არანაირ "ბროლის" სასახლეში არ ცხოვრობდა. იგივე მეორდება ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. არანაირი მტკიცებულებები მის ე. წ. დანაშაულებებზე. მხოლოდ ეკა ბესელიას და "ორღობის ჭორიკანა" ჟურნალისტების ცილისწამებები...
1 თვის უკან
tngh ეკა არის და, ხომ პატიოსნების განსახიერებაა მთლიანად...
1 თვის უკან
Katana . აუცილებლად მტყუანის მხარეზე ყოფნა რამე ახალი ტრენდია და მე გამომრჩა?
1 თვის უკან
სოციალისტი სამურაი ჩააგე დიდი ხმალი. მტყუანი არის ბესელია! )))
1 თვის უკან
Katana ... მეზარება, მაგრამ მაინც უნდა გიპასუხოთ:
*რა თქმა უნდა, ბესელიაა მტყუანი, რომ გააპროტესტა იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უზენაესში, ვინც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ უკანონო საქმეს უგვარებდა და "უპრავებდა" ნაცებს; ვინც თავისებური რეკორდი დაამყარა ამ სფეროში: 18.000 განხილული საქმიდან 1 გამამართლებელი განაჩენი!..
ასეთი გამოცდილი ხალხის გაშვება იქნებოდა?! ახლები როდისღა ისწავლიან იმ მამაძაღლობებს, რაც მაგათ უკვე ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი!.. - ამიტომ უნდა დასჯილიყო ბუნტის თავი და დასაჯეს კიდევაც - გამოუქვეყნეს ნაცების დროს გადაღებული და პორტირებული ნაცებისთვის დღესაც ხელმისაწვდომი ვიდეო... (ამაშიც ეკა ტყუის, რა თქმა უნდა: ქმარგაყრილი ქალი მონაზვნად უნდა დაყუდებულიყო მონასტერში!).
რა გამოიძიეს ამ ფაქტიდან? - ვიდეო აუტვირთავს ვიღაც სომეხ პატიმარს, რომელიც მკვლელობითვის იხდის სასჯელს მშობლიურ ციხეში!..ალბათ, რაღაც პირადი მტრობა ჰქონდა ბესელიასთან. (ტაკოი ლიჩნი ნეპრიაზნ ისპიტივალ, ჩტო კუშატ ნე მოგ!).
და ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ მის მორალზე საჯარო ქირქილი რომ ეწყინა, ამაშიც ეკა ბესელია ტყუის, რა თქმა უნდა - აბა, ეგ რა საწყენი იყო?!
*
ასევე მტყუანია ყველა, ვისაც არ მოეწონა, რომ პრეზიდენტმა, საქმეში ჩაუხედავად (უკეთეს შემთხვევაში!) შეიწყალა მკვლელები, პედოფილი, ნარკოდილერი, ძებნილი...
ასეთები უნდა შეიწყალო, აბა, ის სასულიერო პირი რა შესაწყალებელია, რომელსაც ბარგი გასტაცეს აეროპორტში და 8 საათის შემდეგ... ციანიდი "უპოვეს" ჩემოდანში?! (მადლობელი იყოს, რომ თერმობირთვული რაკეტის ქობინი არ უპოვეს!).
*
ტყუის ის გოგოც, მასზე თავდასხმაში რომ სდებს ბრალს საკრებულოს ქოც დეპუტატს. იმედია, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაამტკიცებს, რომ სინამდვილეში, საქმე სულაც პირიქით იყო: ის გოგო დაესხა თავს დეპუტატს და წაუყენა ულტიმატუმი - ან დამაწინაურებ, ან აქვე გაგაუპატიურებო!.. მაგრამ დეპუტატის მხრიდან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა და ვერ მოიყვანა სისრულეში თავისი ბნელი ჩანაფიქრი!.. თუმცა, დეპუტატი ჯიშკარიანი, მიღებული სტრესისაგან, მაინც საავადმყოფოში გახდა წასაყვანი...
1 თვის უკან
სოციალისტი გავიგე თქვენი სარკაზმი, მინდა გიპასუხო, მაგრამ ბევრ რამეში მართალი ხარ და არ ღირს ვეცადო რაღაც თუნდაც დამაჯერებლად მოვჩმახო! )))
... ისე ის გოგოც ნაღდად ტყუის! ))) რას დაეწაფა იქ კონიაკს? რა, ვინმემ ძალით მოაყუდა პირზე თუ ალკოჰოლისაკენ სწრაფვას ვერ იოკებდა?!
1 თვის უკან
Katana . :) ჩემმა ცოლმაც ეგა თქვა - კარგი, ის კაცი ასმევდა, რომ დაეთრო და, გასაგებია, რატომაც... მაგრამ თვითონ რატომ სვამდაო?!
1 თვის უკან