მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ „იუვენტუსი’ სხვა კატეგორიის გუნდია. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი დიდი იტალიური დერბის შემდეგ გააკეთა, რომელიც მისმა გუნდმა წააგო (1:2).
„მნიშვნელოვანი თამაში იყო ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. მე ყოველთვის ვმარცხდებოდი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ და დღესაც ასე მოხდა „ინტერში“. ვწუხვარ, რომ წავაგეთ.
ჩვენ არ უნდა შევედაროთ „იუვეს“, რადგან ყველა თვალსაზრისით სხვა კატეგორიაშია. ჩვენ კი, მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს „იუვენტუსი“ 19 ქულით ლიდერობს, ხოლო „ინტერი“ ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე საფეხურზეა.