ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსი მოგებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველი რადუ ალბოტი დაამარცხა.
ბასილაშვილმა პირველ სეტში წააგო, თუმცა საბოოლოოდ სამ სეტში მეტოქე ანგარიშით 4:6, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.
შეჯიბრის მეორე წრეში ქართველი სპორტსმენი ფრანგ ბენუა პერს ან კვალიფიკაციის ერთ-ერთ მოგებულს შეხვდება.