ევროლიგის ახალი სეზონის წარმატებით დაიწყო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც კაუნასში, „ჟალგირისი“ 70:58 დაამარცხა.
ესპანური გუნდი პირველი პერიოდის შემდეგ, რომელიც ფრედ 19:19 დასრულდა, უპირატესობას ფლობდა და საბოლოო გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 31:47 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი არაზუსტად ისროლა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 9 შეადგინა.
„ბასკონია“ ევროლიგის მეორე შეხვედრას ისევ სტუმრად ჩაატარებს და 11 ოქტომბერს, რუსეთში „ხიმკის“ დაუპირისპირდება.