შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სასამართლოს წინაშე 11 ოქტომბერს წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent-ის ირლანდიური რედაქცია ავრცელებს.
საქმე ეხება 2019 წლის აპრილში დუბლინის ერთ-ერთ პაბში მომხდარ ინციდენტს, როდესაც მაკგრეგორმა ასაკოვან კაცს სცემა.
31 წლის სპორტსმენს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და 1500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მაკგრეგორი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული დივიზიონის - აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონია. მის ანგარიშზე 21 გამარჯვება და 4 მარცხია. ბოლო ბრძოლა 2018 წლის ოქტომბერში მან რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო.