როუზ გორმიოლერი: „ერთ დღეს საქართველო ნატო–ს წევრი გახდება, ველოდები ამ დღეს“

როუზ გორმიოლერი: „ერთ დღეს საქართველო ნატო–ს წევრი გახდება, ველოდები ამ დღეს“

„საქართველო აკეთებს იმის დემონსტირებას, რომ ის უსაფრთხოების ექსპორტიორია... ერთ დღეს საქართველო ნატო–ს წევრი გახდება, ველოდები ამ დღეს“ – ამ გზავნილით დასრულდა ბათუმში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა. როგორც ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მათ შორის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ერთობლივი წვრთნების მეშვეობით.

მხარეები ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდნენ პაკეტის გადახალისებასა და გაუმჯობესებაზე. როგორც როუზ გორმიოლერმა აღნიშნა, მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებაა, რესურსების შემდგომი მიწოდება. მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების პროცესს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მხრივ მიღწეულ პროგრესს.

როუზ გოტმიოლერი აცხადებს, რომ რუსეთი არ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ნატოს აზრთან დაკავშირებით.

„ნატო მიჰყვება მოსაზრებას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება ბუქარესტის 2008 წლის სამიტზეა დაფუძნებული. ეს ნაწილია იმ განცხადებებისა, რაც ჩვენმა ლიდერებმა გასულ წელს ბრიუსელში გააკეთეს, ასევე ნაწილია განცხადებისა, რომელიც ნატომ და საქართველომ ერთობლივად, სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. ასე რომ, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ნატო ასევე მხარს უჭერს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს – ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა ის, თუ რამდენად დიდი, უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხები. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი პრინციპია ნატოს გადმოსახედიდან.

„ნატოს სურს თქვენთან მუშაობა და მზად ვიქნებით, დაგეხმაროთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. კიდევ არის გასატარებელი რეფორმები, კიდევ არის რეფორმების პროგრესი მისაღწევი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

რაც შეეხება შეთანხმებას, არსებითი პაკეტის განახლებაზე, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, არსებითი პაკეტის განახლებას სამი ნაწილი აქვს.

„პირველი არის, წარმატებით დავასრულოთ, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ. მეორე, ესაა განახლება იმის, რასაც უკვე ვაკეთებთ და სჭირდება გაგრძელება. მესამე კი ახალი ელემენტებია. რაც მთავარია, წევრ სახელმწიფოებს შორის არის მკაფიო შეთანხმება არსებითი პაკეტის განახლებასა და გაძლიერებაზე. ასე რომ, საქართველოს ახალი ენერგიით ვტოვებ. ჩვენ ერთად სამუშაო გვაქვს, რუსეთი ღიად აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რომ ეს პროცესი შეაჩეროს, მაგრამ ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს დავამტკიცეთ მონტენეგროს შემთხვევაში, დავამტკიცეთ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე. რუსეთს არ სურდა ამ ქვეყნების გაწევრიანება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე მოვიქცევით მომავალშიც. ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და, როდესაც გაწევრიანების მომენტი დადგება, საქართველო მზად იქნება ამისთვის“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ გახდეს ნატოს წევრი არ გადაიხედება – ასეთია პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას გზავნილი. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო.

„რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორეც – რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს გაწევრიანება, ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ.

შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას და ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა გაერთიანებებში იქნება საქართველო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს – პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი და წინგადადგმული ნაბიჯი პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ნატოში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძ განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა ძირითად პრობლემატურ თემებზე, რაც საქართველოს დღის წესრიგშია.

„საუბარი შეეხო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ამ თემებზე საუბარი იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალური საკითხი იყო მაქსიმალურად გამოტანილი. შეფასებები, რომლებიც გაკეთდა დახურულ კარს მიღმა, იყო პოზიტიური და გზავნილები, რომელიც გაკეთდა მათი მხრიდან, იყო მხოლოდ წამახალისებელი, არანაირი კრიტიკას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

შეხვედრაზე სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე ისაუბრა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნო.

„პირადად გადავეცი ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჩვენი გამოკითხვის შედეგები ბათუმში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, 77 000–ზე მეტი ბათუმელი გამოვიკითხეთ და აქედან 69% მხარს უჭერს ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელის განხორციელებას საქართველოში.

იგივე ნეიტრალიტეტს, სამხედრო ნეიტრალიტეტს - არ გავურბივარ ამ ტერმინის გამოყენებასაც, თუმცა სხვადასხვა დატვირთვა აქვს ამას, სიღრმეებში თუ წახვალთ. ასევე, ასეთი ტიპის შეხვედრებზე, დისკუსიები, როგორც წესი, არ იმართება ხოლმე - კორექტულობის ფარგლებში ვუსმენთ ერთმანეთს. ძალიან ადეკვატურად მიიღეს და მოისმინეს ჩემი მოხსენება და ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ირმა ინაშვილმა რაც ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა. მისი თქმით, პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო იყო ინაშვილის ყოფნა, რომ ენახათ, რასთან გვაქვს საქმე.

„სასარგებლო იყო იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობამ იცის, რომ ეს უბრალოდ, ერთი მარგინალური ფაქტორი კი არ არის, არამედ ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა, ანუ „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი დანაყოფია. ამიტომ, როცა სხვებს აქვთ უფრო დავარცხნილი გზავნილი, ეს გულწრფელი გზავნილი არის სასარგებლო, რომ ყველამ ეს დაინახოს.

შეხვედრაზე „ევროპულ საქართველოს“ ორი გზავნილი ჰქონდა. საჭიროა, თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ამას ვაფასებთ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში. მეორე გზავნილია ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

Katana . „ევროპულ საქართველოს“ გზავნილი:
"საჭიროა, თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა... უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში."

მაგარი გზავნილია!..
"ჩვენი მოკავშირე თავისუფალი სამყარო" პირდაპირ შოკშია, თურმე: - ეს როგორ დაგვემართა, ეს როგორ შევირცხვინეთ თავი საქართველოსა და უკრაინის წინაშეო და ხვალვე შეუდგება "უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობის" გაწევას რუსეთის აგრესიისადმი!

ბოკერიას რომ ეს "დავარცხნილი გზავნილი" ჰგონია, ამაში ჩანს ურმის თვალგადავლილი ნაცების პოლიტიკის სრული უსაგნობა და დემაგოგიურობა! - არაფერი კონკრეტული და ხელშესახები! მხოლოდ ცარიელი ბლა-ბლა-ბლა!
4 წლის უკან
სოციალისტი ჩემი გზავნილი საქართველოსადმი განუწყვეტლივ მტრულად მოქმედ "ევროპულ საქართველოს""!!! ბრიუსელში უკვე მეოთხედ გაიმართა ბაზრობა - სუროგატი დედები და ბავშვები ჰომოსექსუალი წყვილებისათვის! ერთი ბავშვის ფასი იწყებოდა 80 ათასი ევროდან 106 ევრომდე" !!!. აი ეს არის ევროპული ღირებულებები, საითაც მიგვერეკებიან ეს უჯიგრო ძროხის ნაშობები!
4 წლის უკან
სოციალისტი Brussels fair of surrogate mothers and children for homosexual couples ჩაწერეთ ეს გუგლის საძიებელში და ამოაგდებს უამრავ მასალას.
4 წლის უკან
სოციალისტი თუ ვინმე დარჩით რუსული რომ იცით მერე ამას უყურეთ - ბმული მერე მიძახეთ რუსეთუმე და რაც გინდათ!
4 წლის უკან
Katana . ვუყურე... რომ იტყვი, ამისთანა ევროპა არ მინდაო, გამზადებული აქვთ პასუხი: - აბა, პუტინი გინდა?!
4 წლის უკან
სოციალისტი გასწორება - ერთი ბავშვის ფასი იწყებოდა 80 ათასი ევროდან 160 ათას ევრომდე" !!!.
4 წლის უკან
Serapina ჯერ ერთი, ევროპაზე ,ისე როგორც დასავლეთზე , როგორც ერთგვაროვან ფენომენზე საუბარი, აბსურდია... გასაგებია, საუბრის დროს კომფორტულია და პოლიტიკური კონტექსტიც იოლად მისახვედრია...
არ შეიძლება სუროგაციაზე მთელი ევროპის მასშტაბით ვისაუბროთ. ევროპა, ერთმანეთისაგან განსხვავებული სახლმწიფოებს იტევს და მათი პოლიტიკური, ეთიკური და მორალური ღირებულებებიც ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, სუროგაცია აკრძალულია გერმანიაში, ისე როგორც სიცოცხლის შეწყვეტის ნებაყოფილობითი მექანიზმები, რაც მაგალითად მიღებულია ჰოლანდიაში(არა მხოლოდ ზრდასრულ,არამედ არასრულწლოვნებშიც კი)... შესაბამისად, ამაზე ასე ზოგადად საუბარი, ან იმის თქმა, რა ბოროტია ევროპა, ცოტა მიამიტობაა.
დაანებებეთ თავი ევროპას და საქართველოს შეხედეთ... ამდენი კაზინოები, ნარკოტიკი და სუროგატი დედები. ჩვენ რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი მდგომარეობა?
საქმე, მარტო ის კი არ არის, რატომ არის ნებადართული საქართველოში სუროგაცია, საქმე ისაა, რატომ არის იძულებული ამდენი ქართველი ქალი, სუროგაციით იშოვოს ფული... ან სულაც უცხოეთში გადახვეწილი დედები. უკეთესი განათლების საშუალება რომ იყოს სქართველოში, თავიანთი პროფესიებით რომ შეეძლოთ უცხოეთში თავის რჩენა, ხომ არ გვექნებოდა ის შედეგები რაც გვაქვს!
პ.ს. ჰოლანდიელისთვის ეს არჩევანია, ბევრი ქართველი ქალისთვის კი შვილების გამოკვების ერთადერთი გზა აღმოჩნდა. ასე რომ სხვისი არჩევანი,ჩვენი საქმე არ არის, ხოლო ჩვენი არჩევანის არარსებულობა( როგორც კაცისათვის ,ისე ქალისათვის), დღემდე არსებული არასწორი პოლიტიკის შედეგია. სხვაზე საუბარს, სჯობს ჩვენზე ვისაუბროთ... რა გვჭირს, რატომ გვჭირს და რა გამოსავალი არსებობს, თორემ უდედოდ დარჩენილი შვილები რომ საშიში იყო, წლების წინ ვწერდი ამაზე…
რატომ უნდა უჭირდეს ადამიანებს ამ დონეზე საქართველოში, რომ დედებმა თავიანთი შვილების აღზრდა ვერ შეძლონ?! ... თავიანთი მშობლების დაკრძალვაზეც ვერ წავიდნენ (ბევრი მათგანი უსაბუთოა და არც საკმარისი თანხა აქვს და ა.შ). ესაა საქართველოს პრობლემა და არა ის, თუ რა ხდება ევროპის რომელიმე სახელმწიფოში!
4 წლის უკან
Serapina პოლიტიკური გადასახედიდან, საქართველოს ევროპის გარდა, სხვა არჩევანი არ ააქვს... ოღონდ, არავინ არაფერს არ გვაძალებს და შევეშვათ სხვაზე გადაბრალებას... ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ უუნარობას, გაითვალისწინონ პარტნიორთა რეკომენდაციები და რჩევები, სასწრაფოდ მიაწერენ დასავლეთის კატეგორიულ მოთხოვნებს( ასე აპრავებენ!)...ცხადია, ეს მერე მოსახლეობის ნეგატიურ განწყობებს იწვევს, თანაც ისეთს, ლამის რუსეთის ქება დაიწყოს ხალხმა. რა, საბჭოთა სისტემა ცოტას ითხოვდა,ან ნაკლებად სასტიკი იყო?! ...მაგრამ ხომ ნახულობდნენ მაშინდელი პოლიტიკოსები, მეცნიერები, პედაგოგები თავიანტ გზებს, როგორ შეესარულებინათ სისტემის დავალებები და მაინც, კეთილსინდისიერი ყოფილიყვნენ სამ შ ობლოს წინაშე.
ახლა, რატომ არ გვყავს ასეთი ხალხი იცით? ყველას რომ 2-3 დიპლომი აქვს... პროფესორს რომ წინ ასოცირებული დაუმატეს და პედაგოგის ხელფასის მომეტებას რომ რეფორმა დაარქვეს.
4 წლის უკან
Katana . უი, თქვენ კი გაიხარეთ, Serapina!.. დღემდე მეგონა, რომ ევროპა ერთი ქვეყანა იყო, ერთი რჯულის ხალხი ცხოვრობდა და ყველანი ერთ - ევროპულ ენაზე საუბრობდნენ.
მეც უნდა წავიდე ევროპაში ოდესმე, თუ გამიშვეს.
4 წლის უკან
Serapina ევროპელებს ერთი ენა (ლინგვისტიკაზე არაა აქ საუბარი) აქვთ ნამდვილად... მლიქვნელობის და ქვემძრომობის... სარგებლის თვითონ უნდა მიიღოს და შენ, მადლიერი უნდა იყო და ა.შ. ჩვენ რომ ჩვენი მხსნელი და პურის მომცემი გგვგონია ესენი, ესაა ჩვენი პრობლემა.
4 წლის უკან
tngh XX საუკუნესი, საქართველო 70 წლის მანძილზე კომუნიზმში შედიოდა. ეხლა ბოლო 30 წელია ნატოში შევდივართ. საბედნიეროდ, დაიწყო გამოფხიზლება და გამოსვლა ილუზიებიდან...
4 წლის უკან
tngh XX საუკუნესი, საქართველო 70 წლის მანძილზე კომუნიზმში შედიოდა. ეხლა ბოლო 30 წელია ნატოში შევდივართ. საბედნიეროდ, დაიწყო გამოფხიზლება და გამოსვლა ილუზიებიდან...
4 წლის უკან