„თუ „ნაცმოძრაობის“ დროს, პატრიოტულ აღზრდაზე  აქცენტები აღტაცების საგანი იყო, ახლა რატომ გახდა დასაცინი?“

„თუ „ნაცმოძრაობის“ დროს, პატრიოტულ აღზრდაზე  აქცენტები აღტაცების საგანი იყო, ახლა რატომ გახდა დასაცინი?“

ახალწვეულთა რეფორმის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი საქართველოს ყველა რაიონში თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისების გახსნას გეგმავს, სადაც რეკრუტის, სამობილიზაციო სამსახურის და სხვა ფუნქციები ერთი ფანჯრის პრინციპით განთავსდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მისი იდეა არის, რომ ერთ წელიწადში მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს ინფრასტრუქტურის პრობლემა ჯარის ნაწილებში და ამის შემდეგ, დააანონსებს წვევამდელების რეფორმას.

„მე დავაანონსებ და ვრცლად ვისაუბრებ უახლოეს მომავალში – არსებობს იდეა, რომ ყველა რაიონში გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები – „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ, გაწვევის სამსახურის რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას.

ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას – ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მე მინდა, განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ, რა ხდება რეალურად ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა დააანონსა. გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 18–დან 50 წლამდე კაცები, დაახლოებით 785 000 ადამიანი გადაამზადოს და რეზერვი მოამზადოს. მან პარტია „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას „ბიბლიური თავისუფლება“ სექტა უწოდა, სადაც ახალგაზრდებს მღვდელმსახურად აკურთხებენ, რის საფუძველზეც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ გადიან.

ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ფრონტ ოფისების გახსნა უკვე გახდა ოპონენტების ქილიკის საფუძველი, თუმცა for.ge–სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპონენტების საპასუხოდ აცხადებს, რომ თავდაცვის სფერო და სამხედრო პატრიოტული აღზრდა საქილიკო არ არის.

როგორც ჩანს, საზოგადოებამ კარგად ვერ გაიგო ფრონტ ოფისის მიზანი, რა არის მისი დატვირთვა. თქვენ რას ფიქრობთ?

ხათუნა ლაგაზიძე: სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დანიშნულება აქვს. რაც შეეხება ფრონტ ოფისებს – მისი ინგლისური თარგმანი არის – „წინა ოფისი“. ეს არის საზოგადოებასთან და ხალხთან მუშაობის კუთხით მუშაობა. „ბექ ოფისი“ – არის სადაც, ძირითადად, ტექნიკური სამუშაო სრულდება. ამ შემთხვევაში, ფრონტ ოფისს რა მიზანი აქვს, ზუსტად ვერ გავიგე. თუმცა თავისთავად ის, რომ მინისტრი რეზერვის სამსახურის და საყოველთაო თავდაცვის სამსახურის რეფორმას აპირებს, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.

იგივე პატრიოტული აღზრდის მიმართულებით რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა და, რომ მთელი ციკლი იქნება – ბაღი, სკოლა, უმაღლესი, ესეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის. ძალიან მაინტერესებს, ის რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღტაცების საგანი იყო, როდესაც პატრიოტულ აღზრდაზე იყო მთელი აქცენტები გადატანილი, ახლა რატომ გახდა დაცინვის ობიექტი? წარმოუდგენელია, როდესაც ახალგაზრდა თაობის პატრიოტულ აღზრდაზე არის საუბარი, ეს ვინმეს მხრიდან დაცინვის საგნად იქცეს.

რეფორმა რომელიც დააანონსა ღარიბაშვილმა რამდენად სწორი და ამავდროულად აუცილებელია?

– ეს არის ნაბიჯებად გაწერილი რეფორმა. თვითონაც თქვა, რომ პრეზენტაცია შედეგებაო. ჯერ ეს არის პრინციპები და ხედვა, რა პრინციპებსაც უნდა დაეფუძნოს. შემდეგ უკვე მოხდება სრულმასშტაბიანი სამხედრო რეფორმა. პრინციპების დონეზე ჩემთვის მისაღებია, მათ შორის - სამხედრო მრეწველობის კომპონენტი. ეს არა მარტო ჩვენი თავდაცვისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი, არამედ ეს შეიძლება ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგადაც იქცეს, თუკი სწორად მივუდგებით. ამიტომ, ვერაფერს საქილიკოს ვერ ვხედავ. ხედვის დონზე ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არის პრინციპები და მერე უკვე, როგორ გაიშლება, ამის მერე გავაკეთებთ დეტალურ შეფასებას.

რეფორმა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ რამდენად განხორციელებადია ეს რეფორმა, როგორც სამრეწველო, ასევე წვევამდელთან მიმართებაში?

– გვჭირდება, მისაღებია, მაგრამ კონკრეტულად როცა გაიწერება რეფორმები, რეალიზების გზები უკვე, ამის მერე გამოჩნდება. სხვადასხვა მიმართულებაა, სამხედრო მრეწველობა, სამხედრო განათლება, პატრიოტული აღზრდა. ამ მიმართულების პრეზენტაცია ცალ–ცალკე იქნება წარმოდგენილი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას ვლაპარაკობთ პრინციპებს მიღმა და გარდა ამისა, აუცილებელია გარანტიების ჩადება.

ეს არის ხანგრძლივვადიანი რეფორმა და არ უნდა დავუშვათ, რომ ყველა თავდაცვის მინისტრის ცვლილების დროს, ვისაც რა მოუვა თავში, იმის მიხედვით შეიცვალოს. თავდაცვის სფერო იმდენად მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნისთვის, რომ შეუძლებელია ექსპერიმენტების ობიექტად ვაქციოთ თავდაცვის სფერო. ამიტომ, რა ტიპის რეფორმები დაიწყება და რაზეც შეჩერდება ხელისუფლება, იმას უნდა მიყვნენ ბოლომდე.

სამხედრო მრეწველობა რომ დაიწყო სააკაშვილის დროს, ამას დიდი ზარ–ზეიმით შეხვდნენ. ვიცით, რა დონეზე იყო სამხედრო პარტიოტული განათლება, დიდი ზარზეიმით შეხვდა მოსახლეობა და ხელისუფლებამ როგორ გააპიარა ვიცით. ერთ–ერთი მთავარი კრიტიკის ობიექტი ეს ხელისუფლება იყო იმიტომ, რომ სწორედ სამხედრო პარტიოტული აღზრდა არ ჰქონდა.

ამ მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და გახდა ქილიკის საფუძველი. როცა ასეთ თემებს ეხები, მარტო იმაზე არ უნდა ფიქრობდე, ვინ არის ხელისუფლებაში. უნდა ხვდებოდე, რომ ეს ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვის ფუნდამენტს. ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა შეეხო ამ საკითხს. სხვა საქილიკო ვერაფერი მონახეს? საქილიკო თავდაცვის სფერო და სამხედრო პატრიოტული აღზრდა არ არის.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგვიანებულია რეფორმა, რომელიც ღარიბაშვილმა წარმოადგინა?

– ცუდი არის ის, რომ ყველა თავდაცვის მინისტრი ახალ რეფორმას აანონსებს და არც ერთი არ მიდის ბოლომდე. თავდაცვის სფერო და ქართული ჯარი დაუმთავრებელი ექსპერიმენტების ობიექტად იქცა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს არის კატასტროფა. ამიტომ ვამბობ, რომ თუ რამე დაიწყება, უნდა დაიწყოს გაგრძელების გარანტიით.

სოციალისტი ამხელა ქალმა კი უნდა იცოდეს, რომ ნაბიჯები გადაიდგმება და არა გადაიდგმევა! Ужас! )))
4 წლის უკან
Katana . სავსებით ვეთანხმები ქ-ნ ხათუნა ლაგაზიძეს! - საქილიკო და საღლიცინო თუ რამეა, ეს არის "გირჩი" რომ მღვდლის "სერტიფიკატებს" არიგებს და სამშობლოს დაცვის მოვალეობისაგან იცავს ახალგაზრდობას.
მეტიც: ეს მგონია ძალიან სერიოზული დანაშაული და სრულიად გაუგებარია, ხელისუფლება რატომ არ იმჩნევს ამ დანაშაულს!
სტალინის დროს ამ გირჩისთავა ჯაფარიძეს დაუყოვნებლივ დახვრეტდნენ, როგორც სამშობლოს მტერს, და ძალიან სწორადაც მოიქცეოდნენ.
4 წლის უკან