wikileaks - ”სკანდალების კარტოთეკა”

wikileaks - ”სკანდალების კარტოთეკა”

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა საიტი wikileaks-ი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს. აი, ინფორმაცია მოიპოვება ამ საიტის შესახებ ინტერნეტში:

wikileaks-ი საერთაშორისო ქსელური პროექტია, რომელიც ანონიმური მასალის რედაქტირების საშუალებას იძლევა.

საიტი რამდენიმე წელია, არსებობს და, როგორც ჟურნალი "ნეიშენელი" წერს, უფრო მეტი ინფორმაცია გახდა საჯარო, ვიდრე "ვაშინგტონ პოსტმა" - 30 წლის განმავლობაში.

საიტზე ინფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, ვისაც აქვს კომპიუტერი და საიდუმლო ინფორმაცია. საიტი გარანტორია, რომ წყარო არ გამჟღავნდება.

2010 წლის 26 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თქვა, რომ მედიაში სამხედრო ინფორმაციის უპასუხისმგებლო "გაჟონვა" ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა. ეს იყო პასუხი wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ინფორმაციებზე.

დოკუმენტების პირველი სერია მსოფლიო მედიამ გადაბეჭდა და ავღანეთში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს ეხებოდა. დოკუმენტების მიხედვით, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ეჭვი აქვს, რომ ირანი და პაკისტანი "თალიბებს" ამარაგებენ. ეს ინფორმაციული გაჟონვა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. 23 ოქტომბერს კი, საიტზე ერაყის ომზე 400 ათასი დოკუმენტი ჩნდება.

"მსოფლიოს შეზანზარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაჟონვით", - ესაა სლოგანი წიკილეაკს-ის შემქმნელებისგან, მთავარ ლოზუნგში კი "wikileaks" ამბობს- "ინფორმაცია უნდა იყოს თავისუფალი და საჯარო, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ეს ინდივიდუალურ ადამიანებზე".

სკანდალური დოკუმენტების მორიგი გამოქვეყნების წინ მასალები სამ გავლენიან გაზეთს დაეგზავნა. "ნიუ-იორკ თაიმსის" სარედაქციო წერილში ვკითხულობთ- "იმის გადაწყვეტა, გამოვაქვეყნოთ თუ არა საიდუმლო ინფორმაცია, ყოველთვის ძნელია. ხშირად, როცა ვაფასებთ რისკებს და საზოგადოების ინტერესს, ვარჩევთ ხოლმე, რომ არ გამოვაქვეყნოთ. მაგრამ არის დრო, როდესაც ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესებისთვის, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ და ეს ერთ-ერთი ასეთი დროა".

დღეს დილიდან, მსოფლიო მედიას "ვიკილიქსი" საიდუმლო ინფორმაციების მორიგი ულუფით ამარაგებს. საიტი აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებსაც ამერიკის საელჩოებიდან ვაშინგტონში აგზავნიდნენ. მათ შორის არის მასალები საქართველოზეც. "wikileaks"-ს უკვე უწოდეს "ამერიკის ხელისუფლების საშიში სიზმარი".

საიტის ერთ-ერთი დამფუძნებელია ჯულიან ასანჯი, რომლის წინააღმდეგაც გაუპატიურების ბრალდებით შვედეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასანჯი ამ ფაქტს საიტზე გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებს უკავშირებს.

სკანდალურმა საიტმა "wikileaks" მასალები საქართველოზეც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი ასახავს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს , რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბალუევსკის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ კარასინის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა საქართველოზეც ისაუბრეს.

მასალებში აღნიშნულია, რომ ბალუევსკი და კარასინი კითხულობდნენ, რატომ უწევს აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას, როცა ეს ქვეყანა კავკასიის რეგიონს საფრთხეს უქმნის.

"ეს შეშფოთებას იწვევს და რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ხელახალ აგრესიას. ალექსანდრ ვერშბოუმ განმარტა, რომ პრინციპული საკითხია, აშშ საქართველოს საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმაროს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს არ აიარაღებს, როგორც ამას რუსეთი დაჟინებით იმეორებს", - ნათქვამია "wikileaks.org"-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

აქვე განმარტებულია, რომ აშშ საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის ამზადებს.

"ამავე დროს საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც თავდაცვის უფლება აქვს. არ ვეთანხმებით იარაღზე რაიმე ემბარგოს და შეიძლება, მომავალში საქართველოში იარაღი შევიტანოთ", - აღნიშნულია მასალებში.

wikileaks.org-ის საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ერვე მორენისა და მისი ამერიკელი კოლეგის, რობერტ გეითსის შეხვედრის შესახებ, რომელიც პარიზში 8 თებერვალს შედგა.

"ეს გარიგება რუსეთს, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს პარტნიორებს არასწორ სიგნალს აძლევს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დღემდე ფრთხილობენ რუსეთის გამო და არ იციან, რამდენად შეიძლება დასავლეთის ნდობა", - - განაცხადა გეითსმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ "მისტრალის" მიყიდვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე გავლენას არ იქონიებს და, შესაბამისად, უსაფრთხოების გამო შიშზე საუბარიც კი არ არის.

2008 წლის აგვისტოში, ცეცხლის გახსნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამის შესახებ სოციალური ქსელებში გავრცელებულ, სკანდალური საიტის "wikileaks.org" მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებშია ნათქვამი.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მონაცემებით, იმ დროისთვის საქართველოს ყველა ოფიციალური პირი, ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე შეტევაზე შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, შვებულებაში იყო. აქვე აღნიშნულია, რომ რეალური მობილიზაცია მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყო.

"მხოლოდ როცა სამხრეთ ოსეთმა ქართულ სოფლებს ცეცხლი არტილერიიდან გაუხსნა, დაიწყო შეტევა ცხინვალის ასაღებად", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ავნევისა და ნულის ინტენსიური დაბომბვა 6 აგვსიტოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე მიმდინარეობდა, ასეე აფეთქებები იყო დმენისსა და სარაბუკში. საელჩოს ინფორმაციით, 7 აგვისტოს 16:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ელჩები შეკრიბა და აცნობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართულ სოფლებზე შეტევას ახორციელებდა, რის შედეგადაც ქართველი სამშვდობოები დაიღუპნენ.

"საქართველოს ოფიციალური პირები იუწყებოდნენ, რომ 7 აგვისტოს ნულიდან 40 ბვშვი და ქალი იყო ევაკიურებული, ხოლო სამხრეთ ოსეთმა ჯავიდან სამხედრო ძალა დაძრა. ეუთო-ს დამკვირვებლები იუწყებოდნენ, რომ "გრადით" აღჭურვილი ქართული ჯარი გადაადგილდა, რაც ძალის ან მზადყოფნის, ან ორივეს ერთად დემონსტრირებაა.

"wikileaks.org"-ის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ომის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებებს 2008 წლის 7 აგვისტოსაც ცდილობდა. ეს ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დოკუმენტებშია დაფიქსირებული.

კერძოდ, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ედუარდ კოკოითიმ სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა დაბლოკა.

"7 აგვისტოს საღამოს, როცა ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ელჩებს აცნობა, რომ ერთი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. მან ასევე განაცხადა, რომ ჯავიდან დაიძრა რუსული შეიარაღება. 7 აგვისტოს, 19:25 საატზე, მას შემდეგ, რაც იაკობაშვილი კონფლიქტის ზონიდნ დაბრუნდა, სამხრეთ ოსეთმა გააგრძელა ქართული სოფლებისკენ სროლა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების მიუხედავად. იაკობაშვილმა თქვა, რომ გენერალ კულახმეტოვთან ერთად ცხინვალში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ელოდებოდა შეხვედრისთვის.

კულახმეტოვი ცდილობდა, ჩოჩიევთან და სხვა წარმომადგენლებთან დაერეკა, მაგრამ ისინი არ პასუხობდნენ. კულახმეტოვმა თქვა: "ვერაფერს ვაკონტროლებ, ისინი ქართველებს ჩემს ზურგს უკან ესვრიან", - ნათქვამია საელჩოს დოკუმენტში.