ფრანკ რიბერის

ფრანკ რიბერის "სან სიროს" პუბლიკა ფეხზე წამოუდგა

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში ფლორენციის „ფიორენტინამ“ „მილანს“ 3:1 აჯობა და ლომბარდიელთა კარში ერთი გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა.

ვეტერანი ფრანგი 89-ე წუთზე შეცვალეს და „სან სიროზე“ შეკრებილი ადგილობრივი პუბლიკა ფეხზე წამოუდგა, ტაშით გააცილეს. ნამატჩევს ფრანკმა კომენტარი გააკეთა:

„მოხუცი ვარ? დიახ, მაგრამ მოედანზე ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ყოველთვის მშიერი ვარ და სასიამოვნოა იმ გუნდში თამაში, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შედგება.

„მილანის“ გულშემატკივრების აპლოდისმენტები? აქ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. „მილანისთვის“ ახლა რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენც დიდი შეხვედრა ჩავატარეთ და ბედნიერები ვართ.

კიეზასთან ყოველთვის ვსაუბრობ, როდესაც ის ასე თამაშობს, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ რიბერი „ფიორენტინას“ ზაფხულში შეუერთდა და „იების“ მაისურით 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო.