ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში „ბასკონია“ კატალონიაში „ბარსელონას“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში მარცხი განიცადა. გამარჯვებული ოთხმა პერიოდმა ვერ გამოავლინა, რადგან ფრე დაფიქსირდა და შესაბამისად, ოვერ ტაიმი დაინიშნა.
დამატებით ხუთწუთეულში კი მასპინძები უკეთ გაისარჯნენ და საბოლოოდ, 95:87 იმარჯვეს.
შენგელიამ პარკეტზე 36:58 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 16 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით შეეწია. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა.
„ბასკონიას“ კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ირჯება, მეტ ჯენინგი კი 23:36 წუთში 11 ქულით, 2 მოხსნითა და 1 პასით გამოირჩა.
„ბასკონიას“ 2 ტურის თავზე მოგებითა და წაგებით იწონებს თავ და მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე მალაგას „უნიკახასთან“ ჩაატარებს.