ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნების გამო რამდენიმე ევროპული კლუბის შეთავაზება უარი თქვა. ამის შესახებ Goal-ი წერს.
კერძოდ, 56 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა შეთავაზება ისეთი კლუბებისგან მიიღო, როგორებიცაა „შალკე“, „მონაკო“ და “მილანი“. თუმცა როგორც Gოალ-ი წერს, მოურიონიოს მიზანია „რეალში“ დაბრუნდეს, რომელსაც ახლა ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი წვრთნის.
მოურინიოს ბოლო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. მან ინგლისური კლუბი 2018 წლის დეკემბერში დატოვა. რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ის ესპანურ გუნდს 2010-დნ 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა.