მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოში ვეტერან სუმოისტებს შეერკინა. სერბი პროფესიონალი სუმოისტების დილის ვარჯიშს დაესწრო და რამდენიმე მოძრაობა შეისწავლა.
ჯოკოვიჩის დებიუტი დოჰიოზე ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც კორტებზე. ჩოგბურთელმა ერთ-ერთი სუმოისტის ადგილიდან დაძვრა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სუმოისტმა ჩოგბურთელს პოზიციები დაუთმო და დოჰიოდან გადაყვანის შესაძლებლობა მისცა.
ჯოკოვიჩი ტოკიოში ATP-ს ტურნირში მონაწილეობს, რომელიც 30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჩატარდება. ნოვაკის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება.