ინგლისის საფეხბურთო კლუბ „დერბი ქაუნთის“ მოთამაშეები ავარიაში მოყვნენ. ამის შესახებ Sky Sport იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის კაპიტანმა რიჩარდ კიომ და მისმა ორმა თანაგუნდელმა კლუბისთვის მოწყობილ სადილზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღეს, რის შემდეგაც ნასვამ მდგომარეობაში გადაწყვიტეს მანქანით სეირნობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიომ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც კლუბს სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. ინციდენტის გამო „დერბი ქაუნთის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას აპირებს.