„ლოს-ანჯელეს გელაქსის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Twitter-ში ახალი ფლეშმობი, სახელწოდებით Matrix challenge წამოიწყო.
ფლეშმობის მონაწილემ ბურთი მკერდზე უნდა დაიჭიროს და ფილმ „მატრიცას“ გმირის მსგავსად ხელები უნდა იქნიოს. იბრაჰიმოვიჩმა ესტაფეტა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს პოლ პოგბას, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუს მებრძოლს ჰაბიბ ნურმაგომედოვს, ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს და საკუთარ აგენტ მინო რაიოლას გადასცა.
იბრაჰიმოვიჩი „გელაქსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მთავარი საფეხბურთო ლიგის (MLS) მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 27 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა სიაში ის მეორე ადგილზე იმყოფება და „ლოს-ანჯელესის“ მექსიკელ ფორვარდ კარლოს ველას 2 გოლით ჩამორჩება.