ბოლივიის ჩემპიონატში ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის ნაცვლად ტაქსით გადაიყვანეს.
„ორიენტე პეტროლეროსა“ და „გუაბირას“ მატჩის დროს მასპინძელთა ფეხბურთელი მარიო კუელარი 75-ე წუთზე დაშავდა, ფეხი სერიოზულად დაიზიანა და ჰოსპიტალში მისი გადაყვანა აუცილებელი გახდა.
სტადიონზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაქნანა იმყოფებოდა, მაგრამ მძღოლს ვერსად მიაკვლიეს, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კუელაარის საავადმყოფოში ტაქსის საბარგულით გადაეყვანათ.
„რთული მომენტი იყო, მაგრამ გულშემატკივრების მხარდაჭერა წინსვლის შესაძლებლობას მაძლევს“, - თქვა ეპიზოდის მთავარმა გმირმა კუელარმა.